ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მწვანე სხივი
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2012


მე და შენ

არ იყო გვიან,ოქრომბერს წვიმდა
და ვენახს ჰქონდა საკმევლის სუნი,
მე და შენ ერთად მდინარის პირას
ნატვრის თვალს ვეძებთ მომწვანო გულით...

ჩამოწვა ბინდი...ხელს მიშვებ კრძალვით
და დამშრალ წყაროს აშორებ ხავსებს,
მივდივარ შორს და იმღვრევა წყალი,
ისე შორს მიშვებ,რომ აღარ ვჩანდე....

ოქროსფერ ფოთლებს მზე თმებში მიწნავს,
მდინარის ქვებში თავს იკლავს გველი,
მე და შენ ვდგავართ სიცოცხლის პირას
და სიკვდილს ვირჩევთ ვიღაცა გველის...

დღეს უკვე არ წვიმს,მზე მითბობს კაბას,
ცარიელ თოკზე ნატვრისფერ თვლებით,
ჩვენ ვნატრობთ მამის უსიტყვო სალამს
და ისევ გვქვია ცოცხალი მკვდრები...

ცოცხალი ალბათ...რადგანაც გვტკივა,
საერთო ჰაერს რომ გვიყოფს ღმერთი,
ხედავ ჩვენ ვდგავართ სიკვდილის პირას
ერთმანეთს ვირჩევთ...ჰოო... წვიმა გველის :)))

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები