 | ავტორი: აპარმიჟ- ჟანრი: პოეზია 19 ოქტომბერი, 2012 |
არცერთი კოცნა, არცერთი ღამე ჩვეულ ადგილზე აღარ მელოდა... მინდა, მივმართო სიზმრებს - გვიანდელს, უშენო სივრცის ატმოსფეროდან,
რომ ჩემს სიზმრებში ვარსკვლავად შერჩე, - გავცდე წარსულის შავთეთრ ნატბორალს (სადაც შევასკდი კოშმარულ მეჩეჩს და ვარსკვლავთცვენამ დამიმარტოვა),
ამ მოჩურჩულე ქუჩებით გავცდე, - სახლებს პირღიებს - თუნდაც უცხედროდ! ვიდრე სიცოცხლე თავის თავს გაცვეთს და ნალებს გაცვეთთ ბედაურებო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|