ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
22 ოქტომბერი, 2012


ჩემს თეატრს ჰქვია დრამა დრამაში

ჩემს თეატრს ჰქვია დრამა დრამაში
-----------
ჩემს თეატრს ჰქვია დრამა დრამაში,
ჩემს ქალაქს ჰქვია ძველი ეპოსი, 
ისე გავერთე უკვე თამაშში,
სიტყვებს ვალაგებ როგორც რებუსებს...

ვაკვირდებოდი ატამს გახლეჩილს,
გმირს და მასხარას თვითონ ვირჩევდი,
და დავასახლე ჩემს სასახლეში
გორგასალი და მეფე რიჩარდი,

ხალიჩებს ვუგებთ მონარქს ნებიერს,
ამოვუქოლეთ კედლებს ბზარები,
და ჰორიზონტზე წისქვილებივით
მეოცნებენი დაწანწალებენ...

ჩემს თეატრს ჰქვია დრამა დრამაში,
ჩემს ქალაქს ქვია ძველი ეპოსი, 
ისე გავერთე უკვე თამაშში,
სიტყვებს ვალაგებ როგორც რებუსებს...

ეს მწვირვალები ისევ მინდობენ
-----------
ეს მწვერვალები ისევ მინდობენ,
პატარა ჩქამიც ბიბინებს გულთან
და როგორც ჩემი ქვეყნის მინდვრები
ეს დილაც ლექსით  მოუხნავს გუთანს...

ისევ მდინარის ვეძებ  სათავეს,
ბერმუხას ისევ მუმლი ესევა,
და ლექსებს, როგორ პურის თავთავებს,
ისე გაუდგამთ ჩემში ფესვები...

ტაძრებს უჭირავთ ხელში დროშანი,
თავს ევლებიან ნისლებს უსიერს,
და ლექსებს როგორ მინდვრის შროშანებს
ეს გული ლოცვით ამოუვსიათ...

ეს მწვერვალები ისევ მინდობენ,
პატარა ჩქამიც ბიბინებს გულთან
და როგორც ჩემი ქვეყნის მინდვრები
ეს დილაც ლექსით  მოუხნავს გუთანს...


შენს სალოცავში ლექსია ზარი
---------
შენს სალოცავში ლექსია ზარი,
ხოლო ცხოვრება ცოდვის ნაშალი,
და ამოთქმული ყოველი ბწკარი
ცდილობს რომ სული ამოგაცალოს.

ლამაზ სურვილებს ტოვებ ნაძვებზე,
მთვარეს საკუთარ სიზმარს ანებებ
და მოსვენებას აღარ გაძლევენ
რებუსები და გამოცანები...

კვლავ ეფერები გაჩენილ ბზარებს,
კვლავ გეცოდება ყველა ნაპრალი,
არაფერია ცრემლებზე მწარე,
თუ ღვინის ჯამით შემოგაპარეს...

შენს სალოცავში ლექსია ზარი,
ხოლო ცხოვრება ცოდვის ნაშალი,
და ამოთქმული ყოველი ბწკარი
ცდილობს რომ სული ამოგაცალოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები