 | ავტორი: აპარმიჟ- ჟანრი: პოეზია 6 ნოემბერი, 2012 |
რა იოლია ცის კიბეს აყვე, როცა მცირეა ნების ფაქტორი, როცა შიგნიდან რაღაცა გარყევს... მარტო ხარ, თუმცა, ითქმის: "მარტონი".
როცა ვერაფრით, ვერაფერს არკვევ: მიშტერებული ცას, - ირმის ნახტომს, თითქოსდა ზეცაც აჯავრებს სარკეს და ფიქრობ: ნუთუ შენ უმზერ მარტო...
რა იოლია იწამო ღმერთი და ყველა ვნება მას დააბრალო, რომ ის ეწამა ოდესღაც შენთვის შენ კი გეთვლება ტანჯვა ამაოდ...
და თვალებიდან ნატეხებს ბოჭავ, - თქმა სურთ რაღაცის, - მზერაში ატყობ, თითქოს სარკიდან ვიღაცამ მოგჭრა... ითქმის: "მარტონი", თუმცა ხარ მარტო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|