ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2012


ქარწაღებული

მე ყოველთვის ვოცნებობდი ქართულად
და ტკივილიც მქონდა მუდამ ქართული,
მიყვარს, როცა ყველა წვრილმანს ვართულებ,
ან ყოველგვარ დაბრკოლებას გარს ვუვლი.

ჩემს ქუჩაზე მოძველბიჭო იერით
დგას ალვის ხე, აკეცილი ტოტებით,
მარტოობა მხიბლავს ისე ძლიერ, რომ
ორიათასმეთორმეტედ გშორდები.

არასოდეს მიზომია ნაბიჯი,
ნეფეხურებს კი ყოველთვის ვითვლიდი,
მომწონს, როცა მიწოდებენ ნაგიჟარს
და ვპასუხობ აბსოლუტურ სიმშვიდით.

ახლა ისე უღიმღამოდ ჩადის მზე,
რომ ღრუბლიდან არც კი გამოჩენილა,
მარტო საკუთარი თავი გამიძლებს,
ვფიქრობ, როცა ერთურთს ვუგებთ მშვენივრად.

ზოგჯერ ერთი ბედნიერი წამიც ხომ,
საკმარისი არის-ხოლმე სრულებით...
ქარს არ მოვუტანივარ და წამიღო,
კენტად დარჩა ბოლო არდაბრუნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები