ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მწვანე სხივი
ჟანრი: პოეზია
19 ნოემბერი, 2012


დაგრჩები

დაგრჩები დარდად,ნალექად ყავის,
ახალწლის ნანატრ,არმოსულ თოვლად,
ახლა კი როცა შენში სხვა ყვავის
ვერ ვბედავთ მე და უფალი მოსვლას...

დაგრჩები სევდად,ცრემლებად სუფრის,
ჩემს მერე სასმისს ავსებენ უმალ,
დღეს,როცა ძლიერ ტკივილით მსურდი
შენ სხვასთან ერთად ათბობდი ქუჩას...

დაგრჩები წყევლად,მოუხსნელ ჯადოდ,
ეს მხოლოდ მათთვის,შენთვის კი–ნატვრად...
ტაძრის იმ კუთხედ,რომელშიც ნანობ
მარტო,რომ შევხვდი სისხლიან ზამთარს...

დაგრჩები სახლის გაბზარულ ნივთად,
მაინც რომ უყვართ არაფრის გამო,
დაგეგმილ მაგრამ არშემდგარ კვირად,
სინდისის ქენჯნად,ფიქრების წყაროდ...

დაგრჩები დარდად,ნალექად ყავის,
ჩემგან კი მხოლოდ დაგრჩება ფოტო,
ახლა კი როცა შენში მე ვყვავი,
ანგელოზს ჩემთან მოსვლა არ სთხოვო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები