 | ავტორი: გ.დ. ჟანრი: პროზა 21 ნოემბერი, 2012 |
დღე პირველი. ორშაბათი. დილით უაზრო ხასიათზე გავიღვიძე. როგორც ყოველთვის არაფრისმომცემი სიზმარი ვნახე. ,,მეც მაგარი ვარ, როდის იყო სიზმარი რამის მომცემი ყოფილიყო, ყოველშემთხვევაში ჩემთვის’’-გავიფიქრე. წამოვჯექი ლოგინზე. ერთხანს უაზროდ ვიყავი ფიქრებში გართული. გამოვფხიზლდი. ჩავიცვი. ,,კუხნისკენ’’ გამიწია ყავის დალევის ძლიერმა სურვილმა. მოვიდუღე. შაქარი როგორც ყოველთვის ორი კოვზი. სიგარეტს მოვუკიდე და კვლავ ღრმა ფიქრებში ჩავეშვი. ერთ ღერს, ორი ღერი მოყვა, ორს სამი და ასე გავიდა რამდნიმე წუთი. გვიან გამახსენდა რომ უნივერსიტეტში ვიყავი წასასვლელი. რეკოდრულად მცირე დროში მოვახერხე და არც თუ ურიგოდ გამოვეწყვე. დახეული ჯინსი, კედები და გახეხილი ძველი ქურთუკი რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენოდა ჩემს კარადას. რუსთაველის მეტროდან უნივერსიტეტის მეორე კორპუსამდე ტაატით ავუყევი ყურებში ,, ნაუშნიკებგარჭობილი’’, ნაუშნიკებიდან ჩაიღვარა გონებაში muse-ს bliss. ხო მართლა დამავიწყდა თქვენთვის მეთქვა თუ რამხელა ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში MUSE-ს. ყოველი დღე მისით იწყება და ყოველი ღამე მისით მთავრდება. ეს იქეთ იყოს და ამასობაშიც მივადეგი უნივერსიტეტის მეორე კორპუსს. უკვე მეოთხე წელი დაიწყო რაც გაშმაგებით ვტკეპნი შენობის თითოეულ საფეხურს. თავს არ შეგაწყენთ იმის მოყოლით თუ როგორ ჩაიარა ლექციებმა, რამდენი შენიშვნა მივიღე ლექტორებისგან. ერთი სიტყვით ბანალურად წარიმართა ყოველივე. უნივერსიტეტიდან რუსთაველის მეტრომდე ფეხით დავუყევი (როგორც მჩვევია ხოლმე). ამ დროს ერთ-ერთ კაფესთან ჩავიარე. არ ვიცი რატომ ან რისთვის შევიხედე შიგნით, ხოდა აი საოცრად ლამაზი გოგო დავინახე. არც ვაციე, არც ვაცხელე და მის მაგიდასთან ჩამოვჯექი ყოველგვარი მისალმებისა და ახსნა- განმარტების გარეშე. უღმერთოდ ლამაზი ლურჯი თვალები, თეთრი კანი, წითელი თმები. მისმა სილამაზემ დამატყვევა. რამდენიმე წუთის მერე ხმა ამოვიგე. რათქმაუნდა მივესალმე, ჩემი თავი გავაცანი. სახელი ვკითხე. თურმე ანი ერქვა. შემიყვარდა ეს სახელი. ერთხანს ჩემზე ვისაუბრეთ, მეორეხანს მასზე. სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა, თურმე კონსერვატორიის სტუდენტი ყოფილა. ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა. მასაც ჩემსავით ყვარებია muse. ბავშვობიდან ოცნებობდა მუსიკოსობაზე. ერთხანს გადაუფიქრებია და მტკიცე ხაზი გადაუსვამს თავის ოცნებაზე, თუმცა ოცნებამ მაინც სძლია და აგერ უკვე მეორე წელია რაც კონსერვატორიაში სწავლობს. კმაყოფილია თავისი სპეციალობით. ისე საოცრად წარიმართა ჩვენი საუბარი რომ ვერც კი შევამჩნიე თუ როგორ მოახლოვდა რვა საათი. სიმართლე გითხრათ არც მინდოდა ადგომა. მსურდა რომ სულ მისი თვალებისთვის მეყურებინა, თუმცა ყოველთვის ისე არ არის როგორც მე მინდა. გამოვეთხოვეთ ერთმანეთს. ნომერიც კი ვთხოვე მოეცა. ვუთხარი მოგვიანებით დაგირეკავ და მეორე დღეს სადმე წავიდეთ მეთქი. უარი მივიღე, მითხრა რომ ზუსტად ოთხ დღეში, პარასკევს, საღამოს 6 საათზე დამელოდებოდა იმავე კაფეში. გამომშვიდობებისას ლოყაზე ვაკოცე.
დღე მეორე. სამშაბათი. მისმა გამოჩენამ საგრძნობლად შეცვალა ჩემი ცხოვრება. არაფრისმომცემი და უაზრო სიზმრები აზრიანმა, დალაგებულმა სიზმრებმა შეცვალა. დღეში ერთი კოლოფი სიგარეტის ნაცვლად ნახევარ კოლოფს ვეწეოდი. უფრო სუფთად დავიწყე ჩაცმა. ჩემს თავს პირობა მივეცი რომ საერთოდაც დავანებებდი მოწევას თავს. მან თითქოს სამასსამოცი გრადუსით შემომაბრუნა უკეთესობისაკენ. გადავწყვიტე სწავლასაც სერიოზულად მოვკიდებოდი. შედეგიც იმ დღესვე მივიღე. ლექტორებიც გაობნებულები იყვნენ ჩემი ასეთი ცვლილებით. სიმართლე გითხრათ მომწონდა კიდეც ჩემი თავი ასე ვთქვათ ახალ ამპლუაში. სახლში მისვლამდე ჩემ დას მივაკითხე ბაღში და წამოვიყვანე. ჩემი პატარა და, ჩემი ნუციკო. ერთადერთი იყო ვინც ჩემს ცხოვრებას თუმცა მცირე დოზით, მაგრამ მაინც სახალისოს ხდიდა. მეორე დღემ ჩვეულებრივ ჩაირა. მთელი ღამე არ მომიხუჭავს თვალი ანიზე ფიქრით.
დღე მესამე. ოთხშაბათი ..დღეის გარდა ორი დღე დარჩა პარასკევამდე, ნეტა თუ მოინდომებს ჩემს ნახვას. იქნებ საერთოდ არც ვახსოვარ, იქნებ ის დღე მისთვის არაფერს ნიშნავდა. ტყუილად ვიტყუებ თავს’’ - ვფიქრობდი. ყავის ნაცვლად ვაშლის წვენს ვსვამდი. მთელი დღეა არ მოიწევია. როგორც ხედავთ პირობას ვასრულებ. მეტიც ყავის სმასაც კი დავანებე თავი. ალკოჰოლზე ლაპარაკი ხომ საერთოდ ზედმეტია. დღესაც მივაკითხე ბაღში ჩემს დას, მაგრამ დედაჩემს უკვე გამოუყვანია. რა მექნა. მეზარებოდა სახლში წასვლა. ვიფიქრე სადმე გავივლი მეთქი, მაგრამ ამინდს ისეთი პირი უჩანდა რომ სადაცაა უნდა ეწვიმა. ზანტად წავედი სახლში.
დღე მეოთხე. ხუთშაბათი. და აი ერთი დღე დარჩა პარასკევამდე. მთელი დილა სპორტ დარბაზში გავატარე. ვიფიქრე არ მაწყენდა თუკი მცირეოდენ ფორმაში ჩავდგებოდი. ორ საათიანი შეუსვენებელი ვარჯიშის შემდგომ სახლამდეც მივაღწიე. ის ისაა აბაზანაში უნდა შევსულიყავი წყლის გადასავლებად რომ მობილმურმა დარეკა. ცხოვრებაში არავის გავხსენებივარ და გამიკვირდა კიდეც. ეკრანს დავხედე, უცხო ნომერი იყო. ვუპასუხე. ორი წუთი ვდუმდი. ხმაზე ვიცანი, ის იყო. გამიკვირდა ჩემი ნომერი საიდან გაიგო. ის იყო უნდა მეკითხა როგორ ხარ მეთქი რომ ცოტა ირონიული კილოთი მითხრა, რომ ხვალინდელი დღე არ იქნებოდა და ყურმილი დაკიდა. რამდენჯერმე ვცადე დარეკვა, თუმცა უშედეგოდ. სასიამოვნო ხმა მამცნობდა: ,,მობილური ოპერატორი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან’’.
დღე მეხუთე. პარასკევი. საღამოა. მთელი დღეა ოთახიდან არ გავსულვარ. ჰაერი გაჯღენთიალია თამბაქოს სუნით. კუთხეში, კედელთან რამდენიმე ცარიელი ლუდის ბოთლი, და ორი ცარიელი სიგარეტის კოლოფი ყრია. გაბრუებული ვარ...
დღე მეექვსე. შაბათი. აღარ გათენდა...
2012 წლის 20 ნოემბერი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. კარგად იყო გადმოცემული ფრუსტრაცია. კარგად იყო გადმოცემული ფრუსტრაცია.
4. მომეწონა.. ფინალი მეტკინა.. ავტობუსში რომ არ ვიყო ავტირდებოდი.. წარმატებები )) მომეწონა.. ფინალი მეტკინა.. ავტობუსში რომ არ ვიყო ავტირდებოდი.. წარმატებები ))
3. არა, ნამდვილი ამბავი არ არის, თუმცა მცირედი ნაწილი სიმართლესაც შეესაბამება. არა, ნამდვილი ამბავი არ არის, თუმცა მცირედი ნაწილი სიმართლესაც შეესაბამება.
2. ალბათ იმქვეყნიური არსება იყო....რაღაც წინათგრძნობა....გული დამწყვიტა ალბათ იმქვეყნიური არსება იყო....რაღაც წინათგრძნობა....გული დამწყვიტა
1. ნამდვილ ამბავთან გვაქვს საქმე? ხანდახან შემთხვევები ხდის ადამიანს ბედნიერს... ნამდვილ ამბავთან გვაქვს საქმე? ხანდახან შემთხვევები ხდის ადამიანს ბედნიერს...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|