ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
დეპრესია 1 სიბნელე, მატლები, შიში არაფრის ყველაფრის. ვეღარ ვწამლობ კალმით თავს. 2 დავიღალე, დამღალე, დამღალა, დამღალეთ, დაგღალეთ, დაიღალნენ, ვეღარ ვხედავ ნათელ ცას. 3 სიმშვიდე, სასოწარკვეთა, არც წასვლა მინდა, სიმშრალის მეშინია! „Oh,my god,were are you!” წავიბილწე. 4 გავთეთრშავდი. ავყვავილდები ისევ როდისმე! არ მინდა წასვლა! ვმეგობრობ კედელთან,რომელიც ვერ დავანგრიე. და ვერც პირიქით... 5 ვსუნთქავ, ვშარდავ, ვჭამ, ვტყნაურობ, რისთვის ეს ყველფერი?! „ warum?!“ 6 ამით არც აშენდება,არც დაინგრევა. რას ნიშნავს აშენება,ან და პირიქით?! გისმენთ! ვისმენ! მომისმინეთ! თქვენ მე არ მისმენთ! 7 არ გენდობით! დავკარგე ყოველგვარი მიმიკა მიმართულების. რა არის მიმართულების მიმიკა? წავედი... არ მინდა წასვლა! როდისმე შევხვდებით! „adieu!“ ....................................................................................................... დაბრუნება დავბრუნდი.(ყველანი დავიხოცებით) ამაზე კი ჩემს პერანგზე დაღვრილი სისხლი მიგვანიშნებს... ერთადერთი საზრუნავი,კომფორტი,იმსხვრევა, დედამიწიდან ცვივა ყველაფერი,რაც თქვენ მოაბორძიკეთ, ოდესღაც ათრთოლებული ხელებით... მოსმენა გეზარება?! აღარ ვჭირდებით! უსიცოცხლო გახდება,როგორც მარსი. გული,რომელშიც ლავა უდუღს გაუჩერდება... გშია?! მე სულ სხვა რამეს გეუბნებოდი! თუმცა კი,მესმის,გიჭირს. გუშინ შველი ვნახე,ლმაზი(თქვენებრ)თეთრი წინწკლებით... ნუ მაწყვეტინ... გული გერევა?! მეც,ოღონდ სხვა რაღაცაზე. ჰოდა,ის შველი,(არა ფშაველასი)კვდებოდა... თავისით,არავინ ეხმარებოდა. გეძინება?! ძილში კარგავ დროს! დაივიწყე ყველაფერი და გამომყევი! ვინ ვარ?! „მე ვარ ნაწილი იმ დიად ძალის, ვისაც ავი სურს და კეთილს სჩადის“ ფუი ეშმაკს?!გავქრე?! შენთან ლაპარაკი შეუძლებელია... .................................................................................... ყველაფერი წარმავალია არაფერია მთავარი, მაშინ,როცა ყოველი წვრილმანი მნიშვნელოვანია. მუქი სხივებით განათებული(მზე) მსოფლმხედველობითი,პოლიტიკური ტერმინები. ცირკთან მდგომი ჯამბაზები, გვართობს... „ჰო,აბა რა!“ არაფერია მთავარი,არაფერია მნიშვნელოვანი. აბსტრაქტულ მოვლენად იქცა შენი სიკვდილი. ნუ გრცხვენია!დააღე პირი და ხმამაღლა თქვი:“რევოლუცია!“ მაინც არაფერი ეშველება სიკვდილს, გინდ წადი... გინდ მოდი... არაფერია მთავარი, ყველაფერი წარმავალია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|