ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არეულდარეულგადარეული
ჟანრი: პროზა
6 დეკემბერი, 2012


გაჩერებულა...

მივდივართ,მივყვებით ბილიკს...გრძელს,ლამაზს,წვმიანს,მშვიდს...ჩვენ ფეხქვეშ გაგებულა და გვეპატიჟება უსასრულობაში.
ცაში - ვარსკვლავები.
უკან - გზა.
წინ - გზა.
მარჯვნივ - ზღვა.
მარცხნივ - ის!
...და ღამე...
ეს სწორედ ის არის,რაზეც ვოცნებობდი...იცი? ბედნიერი ხაარ! - ჩამჩურჩულებს ყურში გული; და სულიც...ყველაფერი!!! სიხარულის ყველა ნამცეცი...
მივყვებით გზას და ერთმანეთის ნაბიჯებს,ერთმანეთის ხმას და სიტყვებს...
მან არ იცის რას ნიშნავს ეს ჩემთვის; მაგრამ მე ხომ ვიცი!
არ გვირეკავენ - არც მე და არც მას...
მიკვირს...და თან მიხარიაა!!
აშკარად გვიანია - ვფიქრობ. - შინ უსიამოვნება არ ამცდება... - მაგრამ,მაინც ვაგრძელებ გზას!
საათს დავხედე - არ მუშაობს...მეუცნაურა...
მიმოვიხედე: მას შევხედე,ცას შევხედე, ზღვას,ქარს,კიდევ ერთხელ საათს დაა...
სსსაოცარიააა...გაჩერებულა!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები