| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 14 დეკემბერი, 2012 |
მეთორმეტება: დღე, თვე, წელი, მუზა, მოწაფე... იქნებ "კლასობანა" ვითამაშოთ, ისიც 12... სიცხე მაქვს, ისიც 3ჯერ 12 და ნახევარი 12-ის, მაინც არ მჯერა თერმომეტრის! 12 კომეტა, 12 მომენტი, 12 მონეტა, 12 სონეტი, 12ჯერ მომენდე, მუზაა 12, ვარ ერთი პოეტი! 12 საათი, წუთიც კი 12... ვერ გემასლაათე, გიცქერდი ლორნეტით! 12 მიზეზი და ერთი მიზანი... შენ-უფაქიზესი, მე-შენი ხიზანი! 12 ოლქია, პარნასის წინაშე... დაგხატავ ქოლგიანს, ლექსების წვიმაში! 12 მეტრია, ჩემიდან შენამდე... ყველანი გეტრფიან: მეთევზე, მენაბდე... 12 სკამია, ილფის და პეტროვის... სულ ერთი წამია, 12 მედროვის! 12 ცა არის, თუმც მე+ცა+მეტება... 12 გრაალის ძეგლს აცემენტებენ! მზეც თორმეტთვლიანი, 12 ცას დაჰხარის... წევს მოდილიანი, განწყობით ხარხარის! 12 მოცარტით, ვერცერთხელ დავინდე, დეკემბრის ოცამდე უმზეო ამინდი! 12 პასკალით, 12 კულონით, ჩაით და ასკილით, ნიცით და ბულონით, 12ჯერ გიპოვი, 11ჯერ დაკარგულს, ქუჩაზე კიროვის, სიცხისგან გათანგულს! 12ჯერ გაკოცებ, ტუჩზე და თვალებზე... წნევა მაქვს 120 80-თან, მაქეზებ! 12ჯერ მიყვარხარ, ნამრავლზე 1000ის, ქორწილად მიმყავხარ მაღლა მზე კათარზისს 12ჯერ დალუქავს, 13ჯერ გაგიხსნი, ვარ ტრფობის მამლუქი, უმაღლეს ხარისხის, 12 მიზეზით და ერთი მიზანით: ხარ უფაქიზესი, მე შენი ხიზანი! მე+თ=ორმეტება!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ყველანაირად!
ყველანაირად!
1. არანაირად...0 წარმატებები არანაირად...0 წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|