| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 18 დეკემბერი, 2012 |
რთული საქმეა ცვეტაევას თარგმნიდე, რობი, გულისგულამდე ჩაეძიო ქალურ სტრიქონებს... თან მამაკაცმა დაგვანახო ყველა ის გრძნობა, რაც კი აქამდე ყოფილა და გამოვიგონეთ! რთული საქმეა ცვეტაევას თარგმნიდე, რობი, ჩვეული ეშხით, ზედმიწევნით, დინჯად, ლაზათით... უფრო რთულია გისმინო და მერე არ მოვლბე, ან არ დავიწვა-რაკი ასეთი ცეცხლი დაანთე! რთული საქმეა ცვეტაევას თარგმნიდე, რობი, მაგრამ მეტადრე სიყვარულის მთარგმნელი გერქვას... რომ მივიწყებულს მოაშორო სიმძაღე ობის და ამ ყამირზე მესაკუთრე გაუხდე ერქვანს! რთული საქმეა ცვეტაევას თარგმნიდე, რობი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარგია..წარმატებები.:)) ++ კარგია..წარმატებები.:)) ++
1. მომეწონა..+2 წარმატებები მომეწონა..+2 წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|