ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფედრა
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2013


მათხოვარი

ისევ შიმშილით ვეგებები მოღუშულ დილას,
სიცივე სულში ჩამომყურებს ყორნის თვალებით,
წინ მიდევს წყევლა,ზედ ვაბღაჯნი ჩემს ნაცოდვილარს
და გააფთრება ამომივა ხმის ხრიალებით.

შვილებმოკლული დედასავით დავკოცნი მკივან
ქუჩის იარებს და ტკივილის ვუთვლი ნაჭდევებს,
ბრმა ურწმუნობა მილურსმული ხელივით მტკივა
და ქურუმები ამოზნექილ ნეკნებს მამტვრევენ.

ძუკნას ყელიდან ხმა ამოსდის აღსარებისა,
გმირის ობელისკს მიენდობა და ღამენათევს
გაიწვდის ხელებს და პატარა მათხოვრებისა
მღვრიე თვალები გაფითრებულ შიმშილს მიართმევს.

მე საფლავებმა მიანდერძეს ვნების მორალი,
თუმცა წარსულის ახლა ვითვლი მხოლოდ ნამცეცებს,
ანთია ღამე თვითონ უფლის ნაპასტორალი
და ამ ღამეში როგორც ხილვას ისე გამცრეცენ.

დრო კი სიცივეს მიულოცავს თეატრის კედლებს,
დილაც ოპერის აჩრდილების ცქერით იღლება,
წამოვა წვიმა,ჰიაცინტებს თავს შეავედრებს..
..და ალბათ ჩემი მიცვალებაც მალე იქნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები