ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკა გამგებელი
ჟანრი: პროზა
9 თებერვალი, 2013


ის, ის და ისევ ის

ვუყურებ, თვალს ვერ ვაცილებ. ძალიან მინდა რომ მოვაცილო, მაგრამ არ გამომდის... ვგრძნობ რომ გულს რაღაც ხვდება და ხვდება. ჯერ სუსტად, შემდეგ უფრო ძლიერად. ხანდახან გული ფეთქვას ტოვებს, ხან ერთს, ხან ორს. ვგრძნობ რომ ნელნელა იბზარება, იმტვრევა, ვერ ვუძლებ... გულთან ერთად სულსაც მაცლის, არადა ერთი შეხედვით უმანკო ბავშვია. ვგრძნობ როგორ მემსხვრევა მკერდში ჩემი პატარა გული, ვგრძნობ რა უსუსური ვარ ამ პატარა გოგოს წინაშე...
გოგონა ჩემთან მოდის და ნამსხვრევებს კრეფს, არც უკითხავს, უბრალოდ აკრიფა და წაიღო. მე მივდევ, ის ვერც კი მამჩნევს, ეს პატარა გოგო ძალიან ბედნიერია. უცბად მოიწყენს, სკამზე ჩამოჯდება და ტირილს იწყებს. მე მივალ და ვცდილობ გავამხიარულო, მაგრამ არ გამომდის. მას არ უნდა რომ ჩემი გული დამიბრუნოს, რადგან იცის, რომ თუ დამიბრუნებს წავალ და აღარასდროს დავბრუნდები. მას ეს არ უნდა. მან საერთოდ არ იცის რა უნდა...
მე ნელნელა ჯიბიდან ვაცლი ჩემი გულის ნამსხვრევებს. ის ამას ამჩნევს, მაგრამ ისევ უმოქმედოდ ზის. ვგრძნობ რომ აზრი არ აქვს გულის ნამსხვრევების დაბრუნებას, ის ხომ უკვე დამსხვრეულია, ის მე აღარ მეკუთვნის, ის სხვას ეკუთვნის, და ალბათ სულ ასე იქნება... აზრი არ აქვს. ალბათ ვერასდროს შევძლებ თვალი მოვაცილო ამ პატარა გოგონას. ის ყოველთვის ჩემთან არის, სადაც არ უნდა წავიდე, რაზეც არ უნდა ვიფიქრო ის ჩემში ცხოვრობს. ასე არასდროს მომნატრებია, მაგრამ თავი ასე კარგად არასდროს მიგრძვნია. მისთვის არაერთხელ მითქვამს რომ "სიყვარული ტკივილია და რაც უფრო მეტად გიყვარს, მით უფრო მეტად გტკივა", "რამდენი რამ მაქვს მისთვის სათქმელი, მაგრამ თითქოს სიცოცხლე არ მყოფნის, ის სიცოცხლე, რომელიც მეგონა რომ თავზე საყრელად მქონდა"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები