 | ავტორი: მაია დი. ჟანრი: პოეზია 20 თებერვალი, 2013 |
ზამთარმა შეგსუდრა თოვლსა და ყინვაში, შენს გულში სიკვდილი ატოკებს კლავიშებს, ღრმა ორმოს ამოთხრის ის ჭირისუფალი, რომელიც ცრემლებით დაახრჩობს ამინდებს, შენიდან ქრისტემდე რაღაც არ ლაგდება, შემოდის, გარბიხარ, ის ისევ შემოდის, დამღუპველ ფიქრებთან მარტო რომ დაგტოვა, შენ მაშინ გადადგი უკუღმა ნაბიჯი და ეხლა შორსა ხარ, როგორც რომ არასდროს, ღმერთისგან, ჩვენგანაც და ბოლო წუთებში, როდესაც სიცოცხლე ულმობლად გტოვებდა, აღმოჩნდი კარს უკან, მიკუნჭულ კუთხეში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მძიმე ლექსი
დამასევდიანა. მძიმე ლექსი
დამასევდიანა.
1. ავტორი: მაია დი. ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 1 ავტორი: მაია დი. ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 1
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|