ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია მორი
ჟანრი: პოეზია
31 ოქტომბერი, 2008


თხოვნა

თუ შეიძლება, ცოტა ხნით შემიფარეთ,
ხმელ ქაშაყს მოგიმზადებთ,
არაყს გამოგიტანთ,
თუთუნსაც დაგიჭრით სამართებლით...
სათევზაოდ წასვლამდე ბადეს დაგიკემსავთ,
საგზალს დაგილაგებთ კიჩოსთან,
დილაობით ზღვასთან მივალ და ჩურჩულით შევთხოვ,
ისე დაცხრეს და დაწყნარდეს,
როგორც მე ვწყნარდები ლოცვისას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს