 | ავტორი: მაია დი. ჟანრი: პოეზია 23 თებერვალი, 2013 |
მთელი ცხოვრება მივათრევ ჩემს გვამს, შენამდე, ღმერთო, შორია კიდევ, ხან გონს ვეტრფოდი ფილოსოფოსთა, ხან ზიარებით ხიდები ვკიდე. ჭია-მაიას ფრთებით ვიფრინე, ფეხით დავმტვერე პურის თავთავი, რომ გაეღვიძა ჩემში სიკეთეს, რომ ბოროტების მეკლა სათავე. მაგრამ ძნელია ეშმაკთან ბრძოლა, უფსკრულის პირზე ვიდექი ბევრჯერ, სული ვტანჯე და ხორცი ვაწამე, რომ ბეწვის ხიდზე გამევლო შენკენ. და მოვსულიყავ, ღმერთო, შენამდე, შენს თბილ კალთაში ჩამედო თავი, ტანს გადამეცვა რწმენის მანტია, ამომეშანთა ცუდი და ავი. სანთელ-საკმეველს დავანთებ გზაში, თან გამოვყვები, როგორც თოლია, ცაში დაკიდულ იალქანს ვგავარ, ქარის მობერვას რომ აჰყოლია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მადლობთ, ვისაც ლექსი მოგეწონათ! მადლობთ, ვისაც ლექსი მოგეწონათ!
8. გულით დაწერილი ლექსია :) ჰოდა გიტოვებთ საუკეთესო სურვილებს :) გულით დაწერილი ლექსია :) ჰოდა გიტოვებთ საუკეთესო სურვილებს :)
7. არ მომეწონა : ( არ მომეწონა : (
6. მომეწონა) ++ მომეწონა) ++
5. მადლობთ მეგობრებო, კომენტარებისთვის, თქვენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, ყველა მიყვარხართ ვისაც პოეზია გიყვართ! მადლობთ მეგობრებო, კომენტარებისთვის, თქვენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, ყველა მიყვარხართ ვისაც პოეზია გიყვართ!
4. არ არის ცუდი... იმედიანი ავტორი ხართ. +2 არ არის ცუდი... იმედიანი ავტორი ხართ. +2
3. "იალქანს ვგავარ" )))) სათაურმა შემომიტყუა) მე მომეწონა თქვენი ლექსი,ალბათ იმიტომ რომ ვიცი რაზე წერთ და რამ დაგაწერინათ... რა უცნაურ განწყობაზე ვარ..მეთვითონ მიკვირს...
"იალქანს ვგავარ" )))) სათაურმა შემომიტყუა) მე მომეწონა თქვენი ლექსი,ალბათ იმიტომ რომ ვიცი რაზე წერთ და რამ დაგაწერინათ... რა უცნაურ განწყობაზე ვარ..მეთვითონ მიკვირს...
2. დიდი მადლობა, თქვენი ლექსები მომწონს, მე სრულყოფის პროცესში ვარ ჯერ-ჯერობით! დიდი მადლობა, თქვენი ლექსები მომწონს, მე სრულყოფის პროცესში ვარ ჯერ-ჯერობით!
1. თემატიკა მომწონს.
წარმატებები ავტორს
პატივისცემით: თემატიკა მომწონს.
წარმატებები ავტორს
პატივისცემით:
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|