ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაია დი.
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2013


ბებოს

მიდიხარ, მოგდევს შავი აჩრდილი,
სხეულში ტკივილს წყებად ალაგებს,
დრო-ჟამმა უკვე დაგრია ხელი,
მაინც აკვესებ სხივთა ალმასებს.
ნაოჭი ნაოჭს მომატებია, მაგრამ
თვალები სავსე გაქვს შუქით
და საუკუნეს მიტანებული
ბებო შვილიშვილს შვილიშვილს უზრდი.
ნალიას სიმინდს ისევ ამატებ,
უვლი გაღმიდან მოდენილ ხარებს,
და ეხლაც ხედავ პაპას ვენახში,
თუმცა მოკითხვას გაატან ქარებს...
უკვდავი სული შენს სხეულს ირგებს,
უნდა მომძლავრდეს გვარის ფესვები,
ყოველ გაზაფხულს ნუშს შესტრფი ისევ
და სიყვარულში ჩაიფერფლები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები