 | ავტორი: მაია დი. ჟანრი: პოეზია 8 მარტი, 2013 |
თეთრ გრაგნილებად დავახვიე ჩემი ტკივილი,მერე შემოვდე წიგნის თაროზე, მინდა ნელ-ნელა ავკინძო ლექსად, თითო სტრიქონი სათქმელს ამბობდეს: რომ თავხედურად ვჩიოდი ღმერთთან, როდესაც ბედი არა მწყალობდა, მერე კი ოფლში გამოწურული, კვლავ პატიებას ვთხოვდი მალულად. როგორც ყვავდება ტყემლის ყვავილი, ისე ფეთქავენ ჩემში კვირტები, სიამაყის და პატივ-დიდების, ანგარების და შურისძიების. იარებივით მედება ტანზე, და მწვავს, ცოდვების განცდის სიმძიმე, მსურს, რომ წყლულებზე სისხლი მდიოდეს, არდავიწყების მჭამდეს ტკივილი. და თითო სტრიქონს ედოს სალბუნად ლოცვა, გალობა, ვერხვის ტოტები ხელებაწვდენილ მლოცველებს ჰგვანან, ღვთისგან შენდობას მეც ველოდები....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. სათაური იმდენად მაგარია რომ უკეთეს ლექსს ველოდი. სათაური იმდენად მაგარია რომ უკეთეს ლექსს ველოდი.
7. ავტორი: მაია დი. ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება:0 ავტორი: მაია დი. ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება:0
6. ნაია, დიდი, დიდი მადლობა ლექსის მოქონებისთვის, წარმატებებ გისურვებ! ♥ ♥ ♥ ნაია, დიდი, დიდი მადლობა ლექსის მოქონებისთვის, წარმატებებ გისურვებ! ♥ ♥ ♥
4. მადლობა, ვისაც ცოტა მაინც მოეწონა ეს ლექსი! მადლობა, ვისაც ცოტა მაინც მოეწონა ეს ლექსი!
3. საინტერესოა :) საინტერესოა :)
2. და თითო სტრიქონს ედოს სალბუნად ლოცვა, გალობა, ვერხვის ტოტები ხელებაწვდენილ მლოცველებს ჰგვანან, ღვთისგან შენდობას მეც ველოდები....
მშვენიერია. და თითო სტრიქონს ედოს სალბუნად ლოცვა, გალობა, ვერხვის ტოტები ხელებაწვდენილ მლოცველებს ჰგვანან, ღვთისგან შენდობას მეც ველოდები....
მშვენიერია.
1. ავტორი: მაია დი. ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 1 ავტორი: მაია დი. ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 1
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|