ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვასო
ჟანრი: საბავშვო
28 მარტი, 2008


ცეკვის გაკვეთილი



თაგვს ეძახის ციყვი:
- ჩემთან მოდი, თაგვო.
უნდა ვიყოთ ორნი.
რომ ვიცეკვოთ ტანგო.

არ დაიდგა ფეხი,
აიკეცე კუდი.
ერთი, ორი, სამი...
სამი, ოთხი, ხუთი...

ტანგო უკვე ვიცით,
ისეა თუ ასე.
შეგვიძლია ახლა
შევისწავლოთ ვალსი.

დავტრიალდეთ ერთად,
მოდი უფრო ახლოს!
როგორ კარგად ვცეკვავთ,
ყველამ უნდა ნახოს...

თაგვს დაეხვა თავბრუ:
- მოვრჩეთ გაკვეთილი!
ვალსის ცეკვას მიჯობს
ვაკნატუნო თხილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები