ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აპარმიჟ-
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2013


Insomnia

რენტგენის ფირი – უძირო ღამე;
მოტეხილობა (ღია) ირემის...
ისევ არ მოსჩანს გზა სამოთხამდე,
მთვარე, არმომხდარ ამბებს მიმღერის.

ეჭვქვეშ დგას ჩემი ეგზისტენცია,
სიზმრის მიჯნაზე და რეალურის.
სჩანს, უძილობა, ეს ის მხეცია,
დაჭრილ ირემს რომ გვერდს არ აუვლის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს