 | ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია 16 მარტი, 2013 |
...
ვიდექით ჩუმად. დახავსებულ სიტყვებს ვღეჭავდით, ქარი ბალახებს ეხებოდა გრილი ტერფებით. ცას ეცვა ღრუბლის ანაფორა მკაცრი ბერივით, თმის ფუნჯებივით ჩამოშლოდა ნაპირი ფერდობს. მე მივდიოდი. შენ რჩებოდი. ხუჭავდი თვალებს და სხვანაირად, სხვანაირად შენ არ შეგეძლო.
შენს ოთახებში იწყებოდა ჩემთვის სიცოცხლე- გადმოწერილი სიზმრებიდან ჩემი სამყარო. ორი ფინჯანი მაგიდაზე თვლემდა მოწყენით, სხეულს ალერსი ენთებოდა ისევ ძვლებამდე... მერე გტოვებდი. მიწასავით დღე შავდებოდა, რომ სხვანაირად, სხვანაირად მე არ შემეძლო
და არ ვფიქრობდი, არ მინდოდა თვალის ახელა, მივაბიჯებდი სიბნელეში ხელისცეცებით, აღარ მიმძიმდა გულისპირთან მძინარი გველი. მხარსუკან ისევ ქირქილებდნენ ეჭვის ჭინკები და შენს ლექსებში გადამალულ უცხო სახელებს, მახსენებდნენ და მეძახოდნენ... და მერე ნელა,
ცას გადაეკრა თხელი ფენა - ყინულის- და მზე წყალში დამხრჩვალი სხეულივით უცებ გაცივდა. მშრალი ჰაერი ხმიადვით გავყავით ორად, გავყევით ისევ საკუთარ გზებს ცარიელ მზერით, ვითომ მორჩილად და ტკივილით დავხარეთ თავი და სხვანაირად... სხვანაირად ჩვენ ვერ შევძელით.
...
***
ერთხელაც გადადიხარ საკუთარი თავიდან, უმისამართო მინდვრებში, ურელსებო ბალახებზე და ვეღარ ჩერდები ხალხმრავალ ბაქნებთან. მხოლოდ მზერას ატან ჩაქროლილ ვაგონებს, მათთან, ვინც უკან არასოდეს ბრუნდება.
...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. მე მივდიოდი. შენ რჩებოდი. ხუჭავდი თვალებს და სხვანაირად, სხვანაირად შენ არ შეგეძლო....
მშრალი ჰაერი ხმიადვით გავყავით ორად, გავყევით ისევ საკუთარ გზებს ცარიელ მზერით, ვითომ მორჩილად და ტკივილით დავხარეთ თავი და სხვანაირად... სხვანაირად ჩვენ ვერ შევძელით....
***
ერთხელაც გადადიხარ საკუთარი თავიდან, უმისამართო მინდვრებში, ურელსებო ბალახებზე და ვეღარ ჩერდები ხალხმრავალ ბაქნებთან. მხოლოდ მზერას ატან ჩაქროლილ ვაგონებს, მათთან, ვინც უკან არასოდეს ბრუნდება.
...
მე ვიძირები შენს ნაწერებში და ვეღარ ამოვდივარ. . . :) მე მივდიოდი. შენ რჩებოდი. ხუჭავდი თვალებს და სხვანაირად, სხვანაირად შენ არ შეგეძლო....
მშრალი ჰაერი ხმიადვით გავყავით ორად, გავყევით ისევ საკუთარ გზებს ცარიელ მზერით, ვითომ მორჩილად და ტკივილით დავხარეთ თავი და სხვანაირად... სხვანაირად ჩვენ ვერ შევძელით....
***
ერთხელაც გადადიხარ საკუთარი თავიდან, უმისამართო მინდვრებში, ურელსებო ბალახებზე და ვეღარ ჩერდები ხალხმრავალ ბაქნებთან. მხოლოდ მზერას ატან ჩაქროლილ ვაგონებს, მათთან, ვინც უკან არასოდეს ბრუნდება.
...
მე ვიძირები შენს ნაწერებში და ვეღარ ამოვდივარ. . . :)
20. მშრალი ჰაერი ხმიადვით გავყავით ორად, გავყევით ისევ საკუთარ გზებს ცარიელ მზერით, ვითომ მორჩილად და ტკივილით დავხარეთ თავი და სხვანაირად... სხვანაირად ჩვენ ვერ შევძელით. +++++ მშრალი ჰაერი ხმიადვით გავყავით ორად, გავყევით ისევ საკუთარ გზებს ცარიელ მზერით, ვითომ მორჩილად და ტკივილით დავხარეთ თავი და სხვანაირად... სხვანაირად ჩვენ ვერ შევძელით. +++++
19. ძალიან კარგია, ძალიან.. შენებური ^_^ ძალიან კარგია, ძალიან.. შენებური ^_^
18. :)გმადლობთ. წარმატებების სურვილი ჩემგანაც. :)გმადლობთ. წარმატებების სურვილი ჩემგანაც.
17. მშრალი ჰაერი ხმიადვით გავყავით ორად, გავყევით ისევ საკუთარ გზებს ცარიელ მზერით, ვითომ მორჩილად და ტკივილით დავხარეთ თავი და სხვანაირად... სხვანაირად ჩვენ ვერ შევძელით. გულწრფელად ჩემი მოწონება! წარმატებები! მშრალი ჰაერი ხმიადვით გავყავით ორად, გავყევით ისევ საკუთარ გზებს ცარიელ მზერით, ვითომ მორჩილად და ტკივილით დავხარეთ თავი და სხვანაირად... სხვანაირად ჩვენ ვერ შევძელით. გულწრფელად ჩემი მოწონება! წარმატებები!
16. პოეტესსა გვანებივრებს მასტერ-კლასებით!! ჩემგან +2+ოვაციები ყველა სიკეთე პოეტესსა გვანებივრებს მასტერ-კლასებით!! ჩემგან +2+ოვაციები ყველა სიკეთე
15. შენს ოთახებში იწყებოდა ჩემთვის სიცოცხლე- გადმოწერილი სიზმრებიდან ჩემი სამყარო. ორი ფინჯანი მაგიდაზე თვლემდა მოწყენით, სხეულს ალერსი ენთებოდა ისევ ძვლებამდე... მერე გტოვებდი. მიწასავით დღე შავდებოდა, რომ სხვანაირად, სხვანაირად მე არ შემეძლო
და არ ვფიქრობდი, არ მინდოდა თვალის ახელა, მივაბიჯებდი სიბნელეში ხელისცეცებით, აღარ მიმძიმდა გულისპირთან მძინარი გველი. მხარსუკან ისევ ქირქილებდნენ ეჭვის ჭინკები და შენს ლექსებში გადამალულ უცხო სახელებს, მახსენებდნენ და მეძახოდნენ... და მერე ნელა,
ძალიან მოეწონა არტემიდას:)(როგორც ყოველთვის:))5++++++++და დაგიტოვა ისრები:)
ერთხელაც გადადიხარ საკუთარი თავიდან, უმისამართო მინდვრებში, ურელსებო ბალახებზე და ვეღარ ჩერდები ხალხმრავალ ბაქნებთან. მხოლოდ მზერას ატან ჩაქროლილ ვაგონებს, მათთან, ვინც უკან არასოდეს ბრუნდება. კარგი ხარ,ძალიან კარგი!!!!!!!!!!!!!!!!!!jaden:) შენს ოთახებში იწყებოდა ჩემთვის სიცოცხლე- გადმოწერილი სიზმრებიდან ჩემი სამყარო. ორი ფინჯანი მაგიდაზე თვლემდა მოწყენით, სხეულს ალერსი ენთებოდა ისევ ძვლებამდე... მერე გტოვებდი. მიწასავით დღე შავდებოდა, რომ სხვანაირად, სხვანაირად მე არ შემეძლო
და არ ვფიქრობდი, არ მინდოდა თვალის ახელა, მივაბიჯებდი სიბნელეში ხელისცეცებით, აღარ მიმძიმდა გულისპირთან მძინარი გველი. მხარსუკან ისევ ქირქილებდნენ ეჭვის ჭინკები და შენს ლექსებში გადამალულ უცხო სახელებს, მახსენებდნენ და მეძახოდნენ... და მერე ნელა,
ძალიან მოეწონა არტემიდას:)(როგორც ყოველთვის:))5++++++++და დაგიტოვა ისრები:)
ერთხელაც გადადიხარ საკუთარი თავიდან, უმისამართო მინდვრებში, ურელსებო ბალახებზე და ვეღარ ჩერდები ხალხმრავალ ბაქნებთან. მხოლოდ მზერას ატან ჩაქროლილ ვაგონებს, მათთან, ვინც უკან არასოდეს ბრუნდება. კარგი ხარ,ძალიან კარგი!!!!!!!!!!!!!!!!!!jaden:)
14. :) მადლობა დიდი ყველას. :) მადლობა დიდი ყველას.
13. 5 მომეწონა ძალიან 5 მომეწონა ძალიან
12. ,,ძვირფასო, მოსვლა რად გაგიძნელდა, ძვირფასო, რისთვის დაიგვიანე"
რა შუაშია. თითქმის ,,ძვირფასო, მოსვლა რად გაგიძნელდა, ძვირფასო, რისთვის დაიგვიანე"
რა შუაშია. თითქმის
11. ცოცხალი კადრებივით ++ ცოცხალი კადრებივით ++
10. ძალიან კარგია ++ ძალიან კარგია ++
9. ცას გადაეკრა თხელი ფენა - ყინულის- და მზე წყალში დამხრჩვალი სხეულივით უცებ გაცივდა. მშრალი ჰაერი ხმიადვით გავყავით ორად, მშვენიერია...5 ცას გადაეკრა თხელი ფენა - ყინულის- და მზე წყალში დამხრჩვალი სხეულივით უცებ გაცივდა. მშრალი ჰაერი ხმიადვით გავყავით ორად, მშვენიერია...5
8. ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
7. რთული ლექსი, მძიმე გრძნობებით და მზერა ნაღვლიანი. ნამდვილი პოეტები წერენ ასე. რთული ლექსი, მძიმე გრძნობებით და მზერა ნაღვლიანი. ნამდვილი პოეტები წერენ ასე.
6. ხო ძალიან მართალია აქ ყველაფერი... >:D< ხო ძალიან მართალია აქ ყველაფერი... >:D<
5. .ვიგრძენი როგორ დაუბერა გრძნობების ქარმა-ჟადენმა და ხესავით ამაშრიალა:*** .ვიგრძენი როგორ დაუბერა გრძნობების ქარმა-ჟადენმა და ხესავით ამაშრიალა:***
4. საოცარია მართლა! ყოველი სიტყვა! ყოველი ბგერა! ყოველი სტრიქონი და სტროფი! საოცარია მართლა! ყოველი სიტყვა! ყოველი ბგერა! ყოველი სტრიქონი და სტროფი!
3. ეჰ, როგორ მინდოდა აუდიო-ც მომესმინა, ტელეფონში უნდა წავაკითხო ამ გოგოს
+5 ეჰ, როგორ მინდოდა აუდიო-ც მომესმინა, ტელეფონში უნდა წავაკითხო ამ გოგოს
+5
2. სიცივისგან რომ გაგაჟრჟოლებს, ზუსტად ისეთი შეგრძნება გამიჩნდა.
"შენს ოთახებში იწყებოდა ჩემთვის სიცოცხლე- გადმოწერილი სიზმრებიდან ჩემი სამყარო."
და მერე -
"მშრალი ჰაერი ხმიადვით გავყავით ორად, გავყევით ისევ საკუთარ გზებს ცარიელ მზერით,"
ანემონე და jaden-ი, ერთად, ზედიზედ, მეტისმეტია უკვე, დაგვინდეთ!:)
სიცივისგან რომ გაგაჟრჟოლებს, ზუსტად ისეთი შეგრძნება გამიჩნდა.
"შენს ოთახებში იწყებოდა ჩემთვის სიცოცხლე- გადმოწერილი სიზმრებიდან ჩემი სამყარო."
და მერე -
"მშრალი ჰაერი ხმიადვით გავყავით ორად, გავყევით ისევ საკუთარ გზებს ცარიელ მზერით,"
ანემონე და jaden-ი, ერთად, ზედიზედ, მეტისმეტია უკვე, დაგვინდეთ!:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|