ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2013


წუთისოფელის მე ვარ ხიზანი

ზეცას გავყურებ ფიქრებით ხოდა,
ვფიქრობ უფალზე და ჩვენს რწმენაზე,
ამაზე მეტი ნეტა რა მქონდა,
ამ წუთისოფლის ცოდვილ მიწაზე.


ლოცვა,ვედრება,სულის ცხონება,
უპირველესი  არის  მიზანი,
უფალო ვხვდები ახლა ცოდვილი,
წუთისოფელის მე ვარ ხიზანი.


ვხვდები შენშია ჭეშმარიტება,
უფალო ჩემო მარადიული,
სიცოცხლის ძალა და მოთმინება,
სიწმინდე,მადლი შენი ღვთიური.


უფალო ჩემო მომეცი ძალა,
ჭეშმარიტებით რომ გემსახურო,
ლოცვით და მარხვით და სინანულით,
შენი წყალობა დავიმსახურო.



ლოცვა,ვედრება,სულის ცხონება,
უპირველესი  არის  მიზანი,
უფალო ვხვდები ახლა ცოდვილი,
წუთისოფელის მე ვარ ხიზანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს