 | ავტორი: თომა. ჟანრი: პროზა 4 აპრილი, 2013 |
ზაფხულია. სულ, სულ ცხელა. გაჭირვებით ცოტაოდენ გრილ ადგილს იპოვი და იქიდან წამოსვლა აღარ გსურს. სხეული ისვენებს, გონებაც_გადატვირთულობისგან.
,ან სულაც,
შემოდგომაა, ფერად-ფერადი ფოთლები ცვივა, ერთი მეორეს მიყოლებით ეცემიან გაცვეთილ დედამიწაზე. შენ, შენ კი დგახარ ერთ ხანს გაუნძრევლად. შემდეგ თითის წვერებზე მთელი ძალით იზნიქები, ხელებსაც მაღლა წევ (ქმნი შთაბეჭდილებას_ეს ესაა ცას მივწვდებიო). წარმოუდგენელ სიამოვნებას გრძნობ_თავისუფლებას.
,ან სულაც,
გაზაფხულია. არც ცივა, არც ცხელა. რაღაც შუალედური ამინდია_ისევე როგორც განწყობა. მარჯანიშვილზე მოსეირნობ, ახალი სამკაული იყიდე და ჭკუაზე არ ხარ, მაგრამ თითქოს რაღაც გაკლია, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. მეტროსკენ უხვევ და ხედავ გამყიდველს_იასამნებით ხელში(ბევრი, ბევრი იასამნებით). საფულეს იღებ და მორჩენილ თანხას აკვირდები, ბოლოს წყვეტ რომ უნდა იყიდო და გახარებული გამყიდველს „შეკვეთას“ აძლევ. სახლისკენ მიდიხარ და ხვდები, რომ სრული ბედნიერებისათვის აღარაფერი გაკლია.
,ან სულაც,
ზამთარია. ყინავს, (უუჰ, თან როგორ). მიდიხარ და ყველანაირად ფრთხილობ, რომ შუა გზაში ფეხი არ მოგიცურდეს და არ წაიქცე. თითქმის სახლამდე ხარ მოსული. სულ, სულ ცოტა_ღა გიკლია და სამშვიდობოს იქნები. ცოტა დაღმართია და განსაკუთრებით ფრთხილობ. ამ დროს გრძნობ ვიღაც ბიჭის მზერას და ხვდები, რომ ის აშკარად ფიქრობს_დაგეხმაროს, თუ არა. შენ კი ბრაზდები,_და რა არის აქ საფიქრალი?! რა თქმა უნდა, უნდა დაგეხმაროს. მაგრამ იგი ისევ ვერ წყვეტს რა გააკეთოს. ბრაზდები და ნაბიჯს უჩქარებ, უკვე ნაკლებად გაღელვებს წაიქცევი, თუ არა. უბრალოდ გინდა, რომ მას მოშორდე. შენს ბედად, არ იქცევი და „სამშვიდობომდე“ მშვიდობით მიდიხარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მუხასავით, მეც მომეწონა. წერის მანერით მოვიხიბლე. ლაღია და რბილი. 5. მუხასავით, მეც მომეწონა. წერის მანერით მოვიხიბლე. ლაღია და რბილი. 5.
8. მადლობა ყველას, შეფასებისთვის. ) მადლობა ყველას, შეფასებისთვის. )
7. მე ვფიქრობ ,,2. ,, ზამთრის სხვანაირ განვითარებას ველოდი.
იასამნები.. ჰო :) მე ვფიქრობ ,,2. ,, ზამთრის სხვანაირ განვითარებას ველოდი.
იასამნები.. ჰო :)
6. გადასარევია.ცოტა "ედგარ პო"-ს გავლენა იგრძნობა.მაგრამ არა უშავს.:))) გადასარევია.ცოტა "ედგარ პო"-ს გავლენა იგრძნობა.მაგრამ არა უშავს.:)))
5. გადასარევია.ცოტა ედგარ პო-ს გავლენა იგრძნობა.მაგრამ არა უშავს.:))) გადასარევია.ცოტა ედგარ პო-ს გავლენა იგრძნობა.მაგრამ არა უშავს.:)))
4. კარგია კარგიიი ++ წარმატებები გენაცვალე კარგია კარგიიი ++ წარმატებები გენაცვალე
2. სახლისკენ მიდიხარ და ხვდები, რომ სრული ბედნიერებისათვის აღარაფერი გაკლია.
სახლისკენ მიდიხარ და ხვდები, რომ სრული ბედნიერებისათვის აღარაფერი გაკლია.
1. ბავშვობაში ვისწავლე, ბავშვი რომ ეტყვის მამას, ყველაზე კარგი წელიწადის რომელი დროაო და მამა რომ დააწერინებს ყველა სეზონის ,,აღწერას". აღმოჩნდება, რომ ყველა თავისებურად კარგია =) ბავშვობაში ვისწავლე, ბავშვი რომ ეტყვის მამას, ყველაზე კარგი წელიწადის რომელი დროაო და მამა რომ დააწერინებს ყველა სეზონის ,,აღწერას". აღმოჩნდება, რომ ყველა თავისებურად კარგია =)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|