 | ავტორი: გვანტსულა ჟანრი: პროზა 3 ნოემბერი, 2008 |
მე გრძელი გზა ვარ ჯოჯოხეთისკენ...
კოკაინით გაჟღენთილ ცხვირში შემავალი ცეცხლით დამწვარი ჰაერის მოკელულები ვარ და გულში ჩამავალი ალკოჰოლის რუხი ძარღვები...
დრო იყო, როცა ერთმანეთი გვიყვარდა... იპოვე სიყვარული ჩემს შიგნით, სიღრმეში, სულის ნათელ სიბნელეში...
დასველებული და სამუდამოდ დადუმებული შავი რგოლები, დათხრილი სიმწვანე, დამშრალი დღეები, წუთები, წამები....
საათის წამები და სულის წამღები სიცივის თვეები ბნელ ოთახში, კოკაინით გაჟღენთილი აპრილი....
როდესაც ვტირი, უფალო, შენ იცი, რომ ეს სულიდან მოდის..
ჩრდილების.... ჩრდილების..... ჩრდილების..... ჩრდილები....
ხშირად მიყვებოდნენ ამ ჯარისკაცის ისტორიას..
- აქ ისმის ხმები? - აქ ყვავის იები? - აქ სულთა მორევია? - თუ ომი?...
ეს სისხლიანი თვალების გახელა შენი სილუეტის ხილვას უდრიდა... მე... ეს ბრმა...
შენგან შორს მყოფი, როგორც მუსიკა, რომელიც ქარს მოაქვს შენგან...
მეც ჯარისკაცი ვარ....
- როდის წავალთ სახლში? - როდის დაიწყება მწვანე იების წვიმა? - როდის დავრჩებით მარტო?
ეს სიგიჟეა და მეც არ ვნაღვლობ....
ყველა კითხვით დამძიმებული ავხედავ ცას. ტკივილით დამძიმებულ სამყაროს ჩემი ყოფნა-არყოფნით ვამძიმებ
მეც და შენც...
ვოცნებობ.... ხანდახან ბავშვივით ვოცნებობ... მეც ხომ მინდა სიმართლე... სამყარო ცივია... ჩემნაირად ცივი... ამ თამაშშიც ჯარისკაცი ვარ, რომელმაც წვიმაში ცეცხლი უნდა ატაროს სინათლის ჩასაქრობად....
ისევ ნარკომანის ბრმა მზერა მივაპყარი შავ გრძელ სილუეტს როცა მარტო ვრჩები ვესაუბრები....
მერე ისევ თავიდან, თავიდან, თავიდან...
გავშიშვლდი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. 10 გვანტსულ... 10 გვანტსულ...
6. უჰ გაასწროა ბოიშ : -) უჰ გაასწროა ბოიშ : -)
5. ისე დახტიხარ ერთი სახიდან მეორეზე ... ბოლო ჯამში არეულია ისე დახტიხარ ერთი სახიდან მეორეზე ... ბოლო ჯამში არეულია
3. ჩემი საყვარელი გვანტსულაააააააა 5 ჩემი საყვარელი გვანტსულაააააააა 5
1. ეს რაღაც ვერ მოგიკითხე :) ეს რაღაც ვერ მოგიკითხე :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|