ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აპარმიჟ-
ჟანრი: თარგმანი
16 აპრილი, 2013


LOOK BUT DON'T TOUCH, TOUCH BUT DON'T TASTE, TASTE BUT DON'T SWALLOW

LOOK BUT DON'T TOUCH, TOUCH BUT DON'T TASTE, TASTE BUT DON'T SWALLOW
by RADICAL CHIC MAGAZINE on MARCH 20, 2011


ადამიანები, მხოლოდ სიკვდილისპირას მისულები იწყებენ  მოსმენას. ამ დრომდე, ისინი უბრალოდ თავიანთ ჯერს ელოდებიან, რათა ილაპარაკონ. და თუ არავინ გვისმენს, მაშინ არც არაფერი გვაქვს სათქმელი. ვფიქრობ, რომ ეს წერის ერთერთი უპირატესობაა; თქვენ გეძლევათ საშუალება, რათა ყოველივე თქვათ, რასაც კი ფიქრობთ და არ შეგეშინდეთ, რომ ვინმე შეგაწყვეტინებთ.

ჰოდა, ამ ბრწყინვალე ცარიელი ფურცელით, მინდა ამ ეპოქის შესახებ გაგესაუბროთ.

სიცოცხლის არსი, უმეტესობისთვის მისტიურია და გაუგებარი,  მაგრამ, ალ პაჩინომ, მგონი იცის რაზეც საუბრობს. "ეშმაკის ადვოკატი" ადრეც მქონდა ნანახი, დაახლოებით 7 წლის წინათ, როცა ამ ფილმს, გართობის და დროის გასაყვანად უფრო უყურებდა ხალხი. ახლა კი, ამ ფილმმა უფრო ფართე მნიშვნელობა შეიძინა.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ფილმებიდან ბევრი რამ ვისწავლე. ღმერთმა, გამონახა დამატებითი საშუალება ჩემთან სალაპარაკოდ. ვიღაცა მუდამ ნახულობს სწორ დროსა და მომენტს ჭეშმარიტების სათქმელად, ზუსტად მაშინ, როცა ამაში ვსაჭიროებ.

"შეხედე, ოღონდ არ შეეხო; შეეხე, ოღონდ არ გასინჯო; გასინჯე, ოღონდ არ გადაყლაპო."

თუკი ეშმაკს დავეთანხმებით, რომლის როლსაც ალ პაჩინო ასრულებდა, ესაა ღმერთის მიერ დადგენილი უაზრო კანონი,
რომლითაც სამყაროს ეკრძალება საკუთარი თავით გართობა და ტკბობა. რანაირია ღმერთი, რომელიც ჰქმნის ხეს ედემის შუაგულში და თან ინსტრუქციას კიდებს ზედ: "ხელი არ ახლოთ".

ნუთუ არ იცოდა, რომ ის შეხებულიქნებოდა? ნუთუ არ იცოდა ამ ყოველივეს შედეგი? არ მესმის ეს. რატომ არ გაანადრურა მან ეს ხე? რა მიზეზით შეუნარჩუნა ეს ხე ედემს?

რაც დრო გადიოდა, უფრო მეტად ვხვდებოდი ღმერთის ჩანაფიქრს.

იცით? მე დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი ეშმაკის ადვოკატი, რომელსაც ასევე დიდი მონდომებით ვიცავდი და ვამტკიცებდი. მთელი ჩემი ხედვა, ეშმაკის მიერ შექმნილ ღირსშესანიშნაობებზე იყო ფოკუსირებული, რომელიც მორგებული ჰქონდა ამ ეპოქას. თვალის სიძვა, სხეულის სიძვა და სიცოცხლის სიამაყე.

როგორც ალ პაჩინო ამბობს: "მე არ ვმართავ მარიონეტებს, მე მხოლოდ სცენას ვამზადებ; საკუთარ ძაფებს, თავადვე ქაჩავ."

სწორედ ასეა ეს და ასე იქნება მარად. ეშმაკი პირობებს გვიქმნის, არჩევანს კი, თავად ვაკეთებთ.

ხომ იცით, რომ ეშმაკი, ზნედაცემული ანგელოზი გვგონია?
ეს სრული სიცრუეა. ქრისტეს თანახმად, ეშმაკი "დასაბამიდანვე" მატყუარა იყო. ის ამგვარად იყო შექმნილი; მისი როლი, შესაძლოა უმნიშვნელოვანესია კაცობრიობის გადარჩენაში.

რამოდენიმე წამით დაფიქრდით ჩემთან ერთად. ღმერთს რომ სდომოდა ეშმაკის თავიდან მოშორება, ამას უკვე დიდი ხნის წინ იზამდა; მაგრამ ეს არ უქნია. ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ არ მოიქცა ასე, არის ის, რომ ეშმაკი ღმერთის საქმეს ასრულებს. ის აწყობს სცენებს.

ღმერთი და ეშმაკი, ხელიხელ ჩაკიდებულნი მუშაობენ, იმის მიუხედავად რომ ერთი ხელი უფრო სუფთაა მეორეზე. ღმერთს სძუს სამყარო, ეშმაკი კი, პრინცია ამ სამყაროსი. ეშმაკი ფლობს სამყაროს; სწორედ ამიტომ შესთავაზა იგი ქრისტეს, რათა ქედი მოეხარა მას, მის წინაშე. ქრისტესგან განსხვავებით, ჩვენ ყოველდღიურად ვიხრით ქედს, მის წინაშე.

იმისდამიუხედავად, ვაცნობიერებთ ამას, თუ არა, მნიშვნელოვანია რომ ეს თვალსაზრისი მუდამ ცოცხლად გვქონდეს გონებაში: შეიძლება, ღმერთს, არ მოვწონვართ. თუ ღმერთს სძულს ყველაფერი ამ სამყაროში, მაგრამ ჩვენ გვსურს, რომ რაც შეიძლება დიდხანს დავჰყოთ აქ, რადგან ეს სიამოვნებას გვანიჭებს, რატომ მოისურვებს ღმერთი, რომ მარადისობა ჩვენთან გაიყოს? ნათელია, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს იგი, რის დანახვასაც, ის ადვილად შესძლებს.

როდესმე თუ დავფიქრებულვართ, ქრისტეს ნათქვამზე, თუ რითი ვცხონდებით? ცხონდებიან ღარიბები, მშივრები, მტანჯველები და კაცთა მიერ შეძულებულნი და ჩაგრულნი. რამდენი ჩვენგანი აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს? სწორედ ესაა პრობლემა, რომ ვერ ვაკმაყოფილებთ.

ჩვენ ვერ ვხედავთ, მშიერთა და ღარიბთა უპირატესობებს. მათთვის ხომ უფრო ადვილია, სძულდეთ სამყარო, რომელმაც ამ დღეში ჩააგდო. ამიტომ არის სახარება, კარგი ამბავი მათთვის და არა მდიდართათვის, რადგანაც მათ უფრო ცოტა აქვთ დასაკარგი.

ჩვენ მაინც გვსურს ის ნივთები, იმის მიუხედავად, .თუ რა სიძვას უწოდებს მათ, ქრისტე. ჩვენ გვსურს, რომ მდიდრები ვიყოთ, კომფორტულ გარემოში ვიცხოვროთ, კარგად ვიკვებოთ და გვსურს, რომ ჩვენზე კარგს ლაპარაკობდნენ სხვები. ვხედავთ ამას, თუ არა, ხაზგასმით ჩანს, რომ ჩვენ უფრო ეშმაკის მიმდევრები ვართ, ვიდრე ღმერთის და მხოლოდ რამოდენიმეს თუ ძალუძს ამისი გაცნობიერება.

"არავის არ სურს სიკვდილი, მაგრამ ყველას სურს სამოთხეში მოხვედრა." – ეს, ალბათ ადამიანთა უდიდესი ირონიაა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ორივე ყანად შევძლებთ საუკეთესო ხვედრის მოპოვებას. დავკტბებით ცხოვრებით აქ, და შემდეგ სამოთხეში გავნაგრძობთ ტკბობას. ამიტომაა, რომ ტაძარში შესული, ყოველ კვირადღეს ისმენ ქადაგებას იმის შესახებ, თუ როგორ მოიპოვო სამყარო, რადგანაც, მათ მშვენივრად იციან ის, თუ რა გვსურს სინამდვილეში.

ქრისტე ამბობს, რომ ჩვენ უნდა "დავკარგოთ ჩვენი სიცოცხლე, რათა მოვიპოვოთ სიცოცხლე". უმეტესობა ჩვენგანს, ეს არ შეუძლია, რადგან ისიც კი არ ვიცით, თუ რა არის სიცოცხლე. ჩვენ არ შეგვიძლია განვასხვაოთ ყალბი ცხოვრება, ჭეშმარიტისგან და რომც შეგვეძლოს, ალბათ უარვჰყოფდით ამ განსხვავებას. ამიტომაა,  ცხოვრების გზა ვიწრო, რომელიც მხოლოდ რამოდენიმეს თუ ექნება გავლილი.

ჩემი აზრით, ყველაზე შემაშფოთებელი ელემენტია ჩვენთვის ის, რომ უმეტესობა ჩვენგანი არაა დაინტერესებული ჭეშმარიტების პოვნაში. ზოგიერთი ჩვენგანისთვის კი მითად რჩება ჭეშმარიტება და სწორედ ესაა, რაც ხელს გვიშლის მის დანახვაში.

"ეშმაკის ყველაზე დიდ ცბიერებას წარმოადგენს ის, რომ მან, მთელი სამყარო დააჯერა, მის არარსებობაში". – "ჩვეულებრივი ეჭვმიტანილები"



წყარო: http://radicalchicmagazine.com/look-but-dont-touch-touch-but-dont-taste-taste-but-dont-swallow/

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები