ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გამრავლების ტაბულა
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2008


კონ-სენ

მოხუჭე მზე
გაახილე მთვარე
გამხადე სიმშვიდე
ჩამაცვი ცრემლი
აცივდა... აცივა?
მომახურე სიტყვა
მომახურე სიტყვა
მომახურე სეტყვა
მომახურე ღამე.
ჩამაცვი რევოლუცია
გამხადე ცრემლი
გამხადე შენი მეფე
გამხადე პრეზიდენტი
ამირჩიე დემოკრატიულად
არ გამიყალბო ხმები
დამინიშნე ოპოზიცია
და მერე მომიხსენი
და მერე მომხსენი
ზურგიდან ჩემი თავი
და მერე მომხსენი
ზურგიდან მძიმე ტვირთი
და მერე მოხუჭე მზე
და მერე გაახილე მთვარე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები