 | ავტორი: სალალო ჟანრი: პოეზია 14 მაისი, 2013 |
"ცვალებადია დრო და ალაგი",– ბრძნადმეტყველებით უთქვამს პოეტსა, და მართლაც, ჟამმა ლხენის მარაგი, გაგვინიავა, გაგვიპროტესტა...
ლაჟვარდოვანი ცა იყავ ჩემი ახლა კი სულის წყლულად მექეცი, სევდით გაჟღენთილ ღრუბლად დამჩემდი, მზე მე ჩავახშვე, მე გაგექეცი.
აწმყოს მეზობელ დროში არადა, ერთად ვიყავით, ერთად, კვლავ ერთად... თუმც ეს ერთობა აწ დასამარდა, ფერადოვნებაც გაუშავთეთრდა.
დრომ ჩვენს სიყვარულს კრახი დამართა, გააცამტვერა მისი სილაღე, მდარე წილხვედრი მიუსამართლა, არ შეარჩინა ალვის სიმაღლე.
ჩვენ დავცალკევდით... ჩვენი გულები ხელჩაკიდულნი ვეღარ ივლიან, რასაც უწინ ვერ დავიგულებდით, ახლა ისინი ტკივილს გვითვლიან..
მე ვერ გიკმარე, ვერ შეგიშნოვე, სულს ჩემი ხელით ჩავაცვი ძაძა, გულის მეურვედ მე შენ გიშოვე, მსურდა დღემიწყივ შენთვის მობაძვა.
ერთად გვტკიოდა, ერთი ღიმილი დასთამაშებდა ორთავეს გულებს, გრძნობა, სიცელქით ნაზად მიღლილი, ტკბობით დაპენტილ წამს გგვრიდა ულევს.
თუმც ბედისწერამ უმტყუნა გრძნობას, ან ბრალეული მხოლოდ მე მქვია, გულისვედრებით ვითხოვ შენდობას, ასე მხურვალედ ჯერ არ მითქვია..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. გარკვეული ემოცია მოაქვს,კარგია...მაგრამ ,,მითქვია"-არა,,,მითქვამს".... (რითმის გამო ენობრივი ნორმები არ უნდა უგულებელვყოთ,მით უმეტეს,რომ მე მქვია_მითქვია_არც ისე ძლიერი რითმაა და არც ორიგინალური.წარმატებები ავტორს + გარკვეული ემოცია მოაქვს,კარგია...მაგრამ ,,მითქვია"-არა,,,მითქვამს".... (რითმის გამო ენობრივი ნორმები არ უნდა უგულებელვყოთ,მით უმეტეს,რომ მე მქვია_მითქვია_არც ისე ძლიერი რითმაა და არც ორიგინალური.წარმატებები ავტორს +
12. უჰ, ამამხურვალა! ასე ჯერ არ ავხურვალებულვარ! უჰ, ამამხურვალა! ასე ჯერ არ ავხურვალებულვარ!
11. ემოციაზე უთქვამთ, მაგრამ მის ბუნდოვან გვარობაზე არა.. : )) აი,დაახლოებით რა სახის ემოციაზე გაქვს საუბარი? : ) ემოციაზე უთქვამთ, მაგრამ მის ბუნდოვან გვარობაზე არა.. : )) აი,დაახლოებით რა სახის ემოციაზე გაქვს საუბარი? : )
10. რაღაც ემოციას იწვევს და ვერ ვხვდები რაა :) ვინმეეს არ ღუნიშნავს ასეთი რამ ავტორო? რაღაც ემოციას იწვევს და ვერ ვხვდები რაა :) ვინმეეს არ ღუნიშნავს ასეთი რამ ავტორო?
9. კარგი ლექსია და წარმატებები ++ ველოდები ახლებს კარგი ლექსია და წარმატებები ++ ველოდები ახლებს
8. ვაი, რომ მოკლეა..ვაი,რომ გმართლა გამოტაცებაზეა ყოველივე (თითქმის).. მოხარული ვარ, რაობისდა მიხედვით რომ გაიაზრეთ და უთანაგრძეთ ჩემს ემოციებს.. მადლობა : ) ვაი, რომ მოკლეა..ვაი,რომ გმართლა გამოტაცებაზეა ყოველივე (თითქმის).. მოხარული ვარ, რაობისდა მიხედვით რომ გაიაზრეთ და უთანაგრძეთ ჩემს ემოციებს.. მადლობა : )
7. ემოციით ადანიანი სიხარულსაც და მწუხარებასაც გამოხატავს, ძალიან კარგად გადმოგვცა ავტორმა ის ემოცია, რაც განშორებამ გამოიწვია, გითანაგრძნობ, და "ერთი წავა და სხვა მოვა, . , ცხოვრებას ყველაფერი უნდა გამოსტაცო, " წუთისოფელი მოკლეა... ემოციით ადანიანი სიხარულსაც და მწუხარებასაც გამოხატავს, ძალიან კარგად გადმოგვცა ავტორმა ის ემოცია, რაც განშორებამ გამოიწვია, გითანაგრძნობ, და "ერთი წავა და სხვა მოვა, . , ცხოვრებას ყველაფერი უნდა გამოსტაცო, " წუთისოფელი მოკლეა...
6. ძალიან მიხარია, რომ ერთმანეთს ვუგებთ. :) ძალიან მიხარია, რომ ერთმანეთს ვუგებთ. :)
5. უფლისციხე, ლექსის თემატიკას თუ მეკითხები, სწორად დაგიდგენია– ლექსის ფუძისეული შინაარსია განშორება და მასთან დაკავშირებული მტკივნეული გარემოებები..ისე კი მართლაც, უმჯობესია, ლექსები სასიამოვნო ემოციებზე იყოს აგებული, მაგრამ პოეზიის უმთავრესი პრინციპი–გრძნობათა გამომხატველობა– უსიამოვნო განცდებზე წერას გარდაუვალს ხდის, რადგან ასეთი განცდების ქონა–ყოლა კიდევ ერთი შეუქცევადობაა : ) უფლისციხე, ლექსის თემატიკას თუ მეკითხები, სწორად დაგიდგენია– ლექსის ფუძისეული შინაარსია განშორება და მასთან დაკავშირებული მტკივნეული გარემოებები..ისე კი მართლაც, უმჯობესია, ლექსები სასიამოვნო ემოციებზე იყოს აგებული, მაგრამ პოეზიის უმთავრესი პრინციპი–გრძნობათა გამომხატველობა– უსიამოვნო განცდებზე წერას გარდაუვალს ხდის, რადგან ასეთი განცდების ქონა–ყოლა კიდევ ერთი შეუქცევადობაა : )
4. არაფერს სალალოო გააგრდძელე ასე და უფრო უკეთესიც გამოგივა
არაფერს სალალოო გააგრდძელე ასე და უფრო უკეთესიც გამოგივა
3. ზოგადად, რაზეა ლაპარაკი, ლექსი ემოციების გამომხატველი უნდა იყოს. მაგრამ, ჩემი აზრით განშორებას (ან მსგავს მძიმე თემებს) ლექსი არ უნდა მივუძღვნათ იმიტომ, რომ ასეთი ლექსები მუდმივად გაგვახსენებენ ტკივილს :( ........ ლექსი მომეწონა 5 ჩემგან :) ზოგადად, რაზეა ლაპარაკი, ლექსი ემოციების გამომხატველი უნდა იყოს. მაგრამ, ჩემი აზრით განშორებას (ან მსგავს მძიმე თემებს) ლექსი არ უნდა მივუძღვნათ იმიტომ, რომ ასეთი ლექსები მუდმივად გაგვახსენებენ ტკივილს :( ........ ლექსი მომეწონა 5 ჩემგან :)
2. მადლობაა (დიდი!) : )) მადლობაა (დიდი!) : ))
1. ყოჩაღ ძალიან ლამაზია.... ყოჩაღ ძალიან ლამაზია....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|