ფეკალური რასა. ფრანკენშტეინის რასა. წვინტლისფერსისხლიანთა რასა. ასეა: ძნელად თუ შეხვდები ვინმეს - არაფეკალურს, არაფრანკენშტეინურს, რომელსაც ექნება წმინდა, შავი თვალები, თვალებში კი, არეკლილი მთელი სამყარო; რომელიც არ იქნება კანიბალი და არ იქნება მოცოცხლო მკვდარი. ჩვენ, ეს სენი გვჭირს: კანიბალიზმი და ქრონიკული ფეკალურობა და რა გასაკვირია, როცა მცენარეებიც ერთმანეთს ჭამენ, ცხოველები იცოხნებიან თავიანთი ჯიშის ქმნილებებით, ჩვენ კი, მკდარ ჰაერს ვსუნთქავთ, მკვდარი ცხედრებით, რომელიც ფეკალიებს გამოვარიდეთ, ვსუნთქავთ იმ ჰაერს, რომელიც გაჟღენთილია მკვდრების გაზებით; ვიცვილით ფორმებს; ვქმნით პარალელებს; ვქმნით სამყაროებს, რომლებიც წვინტლისფერ თვალებში არ ირეკლება... მეტემფსიქოზი. ჩვენ, ჩვენივე სულის ფორმა დავკარგეთ, რადგან მივეცით მას კუბის ფორმა და პარალელებს ვუქმნით საკუთარ სულებს: სხვა სამყაროებს, სხვა რეალობებს, სხვა უსასრულობას - უფორმო ფორმის და ვეღარ ვაგნებთ საკუთარ დედანს, სადაც ჩვენ დავტოვეთ, ჩვენივე თავის პირუთვნელი და ურყვნელი დვრიტა, რომელიც გვთხოვდა (განშორებისას), დაგვეჩოქა მის წინ, - ჩვენ, ვერ შევძელით... გაბზარულ სარკეში მრავლდება მზერა, თვალებს ეძებენ ჩემი თვალები. მარჯვნივ რომ მორჩა - ალბათ ის მე ვარ, ანდაც სულ მალე დავემგვანები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|