ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალალო
ჟანრი: პროზა
21 მაისი, 2013


წამწამზე ჩამოკონწიალებული სისველე

ღრუბლები ჩვილი ბავშვებივით ეკვროდნენ ცის გულ–მკერდს..
მზის სხივები კი იბლანდებოდნენ ხეთა ტოტებში..
ფოთლების ხავერდოვან სხეულზე ქარი დასრიალებდა..
თითქოს ალალი და დინჯი დღე იყო..
მაგრამ მაინც არ იშლიდა თავისებურ სიკუშტეს, სიჯმუხეს და უკმეხობასაც..
განწყობა კი ქამელეონივით იცვლიდა შეფერილობას..
ხან კამკამა ლაჟვარდისფერი იყო, ხან ქათქათა ცრემლისფერი, ხან კი კვამლისფრად იღებებოდა...
არაფერი იყო მარადიული, ერთბუნოვანი და უცვლელი..
ყველას და ყველაფერს ეტყობოდა ცვალებადობისკენ ჯიუტი მიდრეკილება...
დრო გადიოდა...
წუთები იწურებოდა...
წამს წამი სცვლიდა,
წამწამი კი მასზე ჩამოკონწიალებულ ცრემლებს ითვლიდა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები