ოთახში, რომელიც საგიჟეთის პალატის ანალოგია, ვზივარ ჩუმად, სულგაკმენდილი და მღელვარე. სკამი, მაგიდა, სავარძელი (უმნიშვნელო ნივთები) საწოლს დასცინიან დახარბებით. საწოლზე ნახევრად ხეიბარ მშობელს, ნახევრად სძინავს, მხოლოდ იშვიათი სუნთქვა და კედლის საათის გამაღიზიანებელი წიკწიკი აღწევს ჩემამდე. ფანჯრებს მიღმა, სულს სხეულამდე ყინავს იანვრის რიგითი ღამე. მხოლოდ ალკოჰოლით, თრიაქით თრობით, დროსთან მარტოობით მიჭირს, ოცდამეხუთე ზამთრის გადალახვა. ვზიავრ და დანემსილი თვალებით ვხედავ, ხავსმოჭიდებულ უკანასკნელ იმედს, როგორ გაწყვეტენ მაწანწალა ძღლები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. დროსთან მარტოობით ... მიჭირს, ოცდამეხუთე ზამთრის გადალახვა.
დროსთან მარტოობით ... მიჭირს, ოცდამეხუთე ზამთრის გადალახვა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|