ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კახელი
ჟანრი: პროზა
28 მაისი, 2013


მამა

წინასიტყვაობა

ქვეყანაზე ბევრია ცუდი, ბოროტება, მაგრამ სავაივაგლახო ეგ კი არ არის, არამედ ის, რომ კარგია ცოტა.
რა უნდა იყოს იმ ცხოვრებაზე მშვენიერი რომელიც მიძღვნილია უფალს, სამშობლოს?! "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი"- ეს სიტყვები აბუჩად ასაგდები გახდა, ზოგი ამას უბრალო ბავშვურ ოცნებასაც კი ეძახის. დიახ, მართალია, ვის არ გვიოცნებია ბავშვობაში გმირობა, მაგრამ გავიზარდეთ, "ჭკუა მოგვემატა" და მივხვდოთ, რომ ეს უბრალო ოცნება იყო, მეტი არაფერი.
სამწუხაროდ კიდევ ერთი უბედურება დაემატა ჩვენს ცხოვრებას: ბევრი კეთილ-ბოროტს რომ ვერ არჩევს, ამაში დროს ადანაშაულებს: "დღეს ასეთი დრო დადგა, დღს ისეთი დრო დადგა" განა დრო ცვლის ფასეულობებს?! ადრე ვაჟკაცობად სხვა რამე ითვლებოდა დღეს სხვა?! განა ქალის პატიოსნებაც შეიცვალა?! არა მეგობრებო, არა, ეს უბადრუკი გამართლებაა ამ ცოდვით სავსე ჟამს, ხოლო ცოდვის გამართლება, თავად ცოდვაზე უფრო დიდი ცოდვაა, ესეც დაგვავიწყდა, როგორც ბევრი სხვა რამ.
ახლა მოგითხრობთ გამოგონილ ამბავს, მამაზე, რომელიც "ძველმოდურად" ცხოვრობდა და შვილიც "ძველმოდურად" გაზარდა.

დაბადება

-გაიწიეთ! გაიწიეთ!
-გადააწვინეთ!
კამათი ექიმებს შორის, გაურკვეველი სამედიცინო ტერმინები, ბოლოს დაღვრემილმა ქირურგმა თქვა:
-ან თქვენ უნდა გადარჩეთ, ან თქვენი შვილი, თუ გადარჩებით ბავშვი აღარასდროს გეყოლებათ.
-შვილი, შვილი გადამირჩინეთ - აქვითინებული ხმით თქვა ქალმა.
ექიმებმა ცოლ-ქმარს საბუთებზე ხელი მოაწერინეს. ოპერაცია დიდხანს გაგრძელდა, ბიჭი დაიბადა, დედა ვერ გადაარჩინეს. ჯერ უხილავი შვილის გულისთვის ქალმა თავი გაწირა.
მამისთვის ყველაზე ბედნიერი დღე ყველაზე უბედურად იქცა.
ბიჭს ნიკოლოზი დაარქვეს, პაპის საპატივცემულოდ.

აღზრდა

-შვილო, მოდო მამასთან, ისტორია უნდა მოგიყვე - ნიკას ყველაზე ძალიან ისტორიების მოსმენა უყვარდა, ისტორიების სამშობლოზე, ვაჟკაცობასა და რწმენისთვის თავგანწირვაზე. მამაც ყოველ დღე მუხლებზე დაისვამდა და მთელი საათის განმავლობაში უყვებოდა წარსულზე.
-მამი იცი რას დავაკვირდი? ზღაპრებში ყველაფერი კარგად მთავრდება, გმირი ბოროტებას ამარცხებს და ყველანი ბედნიერად ცხოვრობენ. ნამდვილ ისტორიებში კი, შენ რომ მიყვები, გმირები იღუპებან, რატომ?
-იმიტომ რომ რეალობაში, გმირი არავის უყვარს და კეთილდღეობაც მსხვერპლს მოითხოვს. შენ ხომ კარგად იცი, ღმერთმა თავისი ძე იესო გამოგზავნა დედამიწაზე, იცოდა, რომ ჩვენ მას ვაწამებდით, იცოდა, რომ კეთილს ვერ შევეჩვეოდით შურის გამო, მაგრამ იესოს სიკვდილით სამოთხის კარი გაიღო. ხომ იცი სამოთხე რაც არის?
-ადგილი სადაც დედაა ...
-ხო, სადაც დედაა ...
-მამი, მე ვნახავ სამოთხეს?
-თუ ისე მოვიქცევით, როგორც ღმერთი გვასწავლის ყველანი ვნახავთ.

ომი

აფხაზეთში ომი დაიწყო.
-მამი, მოხალისედ მივდივარ.
-სად შვილო? - თითქოს ვერ მიხვდა.
-აფხაზეთში, სად უნდა წავიდე?!
-დედისერთა ხარ, არ წაგიყვანენ, თან ობოლი ...
-მოხალისედ მივდივარ მეთქი.
-არა! - უკვე მკაცრად უთხრა მამამ.
-რა არა? მივდივარ და მორჩა!
-შენ ერთადერთი ხარ ჩემს ცხოვრებაში, რამე რომ მოგივიდეს რა უნდა ვქნა?! - მამას ხმა აუკანკალდა - ამის გაფიქრებაც არ მინდა ...
-კარგი რა მამი, მთელი ცხოვრება ქვეყნის სიყვარულს მასწავლიდი და ეხლა გინდა დავიმალო?
-რეალობა სხვა არის შვილო...
-შენს პრინციპებს ხაზს ნუ გადაუსვავ მამი! მივდივარ, მორჩეს ამაზე ლაპარაკი - მკაცრი ტონით თქვა ნიკამ და დაღვრემილი სავარძელში ჩაჯდა - ხვალ გაწვევაა მოხალისეების, სამნი მივდივართ უბნიდან.
-კარგი შვილო აღარ შეგეწინააღმდეგები, უფალი გფარავდეთ.
მეორე დღეს მამამ შვილი გააცილა და ეკლესიაში სანთლები დაუნთო მას და მის მეგობრებს.
გავიდა რამდენიმე კვირა, მამას შვილის დაღუპვის შესახებ აცნობეს. ტკივილს საზღვარი არ ქონდა, იმ დღეებს წყევლიდა, როცა შვილს სამშობლოს სიყვარულზე და თავგანწირვაზე ესაუბრებოდა.

ღირდა?

გავიდა რამდენიმე წელი. ომი დამთავრდა. ნიკას მამა მეგობართან იყო, სხვა სტუმრებმა საუბარი ომის თემაზე ჩამოაგდეს.
-იცით, ამ თემაზე ნუ ლაპარაკობთ - უთხრა სტუმრებს მასპინძელმა.
-რატომ? - ვერ მიხვდნენ სტუმრები.
-იმიტომ, რომ ...
-იმიტომ, რომ მე შვილი ომში დამეღუპა - არ აცალა ნიკას მამამ - ვახტანგს ალბათ ამისი თქმა უნდოდა, ჰგონია, რომ ეს მე ტკივილს მომაყენებს. მართლაც მაყენებს მაგრამ ... მაგრამ ჩემ შვილს ასე სურდა. ობოლი იყო თან დედის ერთა, არ წაიყვანდნენ, მოხალისედ წავიდა.
-მოხალისედ? არ გეწყინოთ, მაგრამ რატომ გაუშვით? - გაიკვირვეს სტუმრებმა.
-თვითონ ასე უნდოდა, სხვისთვის თავის გაწირვა სურდა ... - ღრმად ჩაისუნთქა მამამ.
-არა, ჩემს შვილს  არავის გულისთვის თავს არ გავაწირინებ, მთელი ქვეყანაც არ მიღირს მის სიკვდილად. - თქვა ერთ-ერთმა სტუმარმა -არც თქვენი შვილის სიკვდილი ღირდა.
მართლაც, ღირდა კი ნიკას სიკვდილი ვინმეს სიოცოხლის ფასად? თუნდ ეს ვინმე მთელი დღევანდელი საქართველო ყოფილიყო?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები