 | ავტორი: თოლიგე ჟანრი: პოეზია 30 მაისი, 2013 |
არავინ იცის, საქართველოს რომელ კუთხეს ან გვარს ეკუთვნოდა „თეთრ განძად“ წოდებული ქართველი ქალი, რომლის გამჭრიახობამაც გადაარჩინა ქაირო. ეგვიპტელები მას იცნობენ სამი სახელით, როგორც ნაფისა ხანუმს, ბაიდა ნაფისას და მამლუქთა დედას.
წამწამებზე ეგვიპტური მზე გესვენა, წამწამებქვეშ _ ლივლივებდა მირაჟი. წარსული რომ ცის თაღივით განიხვნება, ირეკლება ვარსკვლავთცვენა სილაში. რას გერჩოდნენ, ნეტავ, ვისი რა ემართა ათასობით ლამაზ ქალს და ქვრივ-ობოლს?!. და ბავშვური შენი ცრემლიც დაემატა ბევრი ცოდვის მნახველ კონსტანტინოპოლს. ტკივილს ვიღას შესჩივლებდი, იქ შენს მსგავსად ბევრი იყო, არ იყავი პირველი... თუკი გაჩნდა ქვეყნად სადმე სილამაზე _ გამყიდველიც გამოჩნდება, მყიდველიც. გასაცემი საქართველოს ვიღამ მისცა ან შვილები, ან ნაფლეთი მიწის, თუმც თქვენ გყიდიდნენ ისე, როგორც ქართულ მიწას, ქართულ მიწას, მერეც ბევრჯერ გაყიდულს. დიდოუ ნანა, დედაშენი მებრალება, მიწა წყევლა დიხაშხო* _ რომ გიშვილა, ვერ იხილა შენი გაზრდა-დაქალება, ვეღარც შენი დედოფლობა იხილა. თავს გიხრიდა მოწიწებით კაირო და მზრუნველობდი ღარიბთა და მდიდართა... რა შორს იყო მშობლიური შენი ოდა და შორიდან უფრო ძლიერ გიყვარდა. როცა მტერთა სიმრავლისგან ცა გამუქდა, როცა ძრწოდა შიშით სპა და მსტოვარი, წინ აღუდგა ლაშქარს დედა მამელუქთა, მომხიბვლელი და დიდბუნებოვანი. ჯიქის მზერით დამპყრობელი დაიპყარი და სიდინჯით დედოფლობა იფერე. იმპერატორს ეცლებოდა მიწა-მყარი, როცა თვალებს აწყდებოდა ზღვისფერებს. ფეხთ გიგებდნენ საუცხოო დიბა-ატლასს დღეს თეთრ განძად ქცეულ, ყოფილ მონა-ქალს და ევროპის სახელოვან მთავარსარდალს თვალს ამაყად უსწორებდი ბონაპარტს... სილამაზე და სიმდიდრე საარაკო ოქროს ქვიშის კრიალოსნად ასხმულა. სანამ ვცოცხლობთ, ჩვენ წარსულზე ვლაპარაკობთ, მივდივართ და _ ჩვენც ვიქცევით წარსულად.
წამწამებზე ეგვიპტური მზე გესვენა, წამწამებქვეშ ლივლივებდა მირაჟი...
------------------------- * დიხაშხო _ უნაყოფო, მწირი მიწა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. ნეფერტარი., ანი ხარაიშვილი _ ძალიან დიდი მადლობა! ნეფერტარი., ანი ხარაიშვილი _ ძალიან დიდი მადლობა!
19. ძალიან, ძალიან კარგი ლექსია ეს :) ძალიან, ძალიან კარგი ლექსია ეს :)
18. წამწამებზე ეგვიპტური მზე გესვენა, წამწამებქვეშ _ ლივლივებდა მირაჟი. + + +
როცა მტერთა სიმრავლისგან ცა გამუქდა, როცა ძრწოდა შიშით სპა და მსტოვარი, წინ აღუდგა ლაშქარს დედა მამელუქთა, მომხიბვლელი და დიდბუნებოვანი. ჯიქის მზერით დამპყრობელი დაიპყარი და სიდინჯით დედოფლობა იფერე. იმპერატორს ეცლებოდა მიწა-მყარი, როცა თვალებს აწყდებოდა ზღვისფერებს. ფეხთ გიგებდნენ საუცხოო დიბა-ატლასს დღეს თეთრ განძად ქცეულ, ყოფილ მონა-ქალს და ევროპის სახელოვან მთავარსარდალს თვალს ამაყად უსწორებდი ბონაპარტს...
+ + + ბრწყინვალე ლექსი.... წაიღეთ დღიურში მეგობრებო. წამწამებზე ეგვიპტური მზე გესვენა, წამწამებქვეშ _ ლივლივებდა მირაჟი. + + +
როცა მტერთა სიმრავლისგან ცა გამუქდა, როცა ძრწოდა შიშით სპა და მსტოვარი, წინ აღუდგა ლაშქარს დედა მამელუქთა, მომხიბვლელი და დიდბუნებოვანი. ჯიქის მზერით დამპყრობელი დაიპყარი და სიდინჯით დედოფლობა იფერე. იმპერატორს ეცლებოდა მიწა-მყარი, როცა თვალებს აწყდებოდა ზღვისფერებს. ფეხთ გიგებდნენ საუცხოო დიბა-ატლასს დღეს თეთრ განძად ქცეულ, ყოფილ მონა-ქალს და ევროპის სახელოვან მთავარსარდალს თვალს ამაყად უსწორებდი ბონაპარტს...
+ + + ბრწყინვალე ლექსი.... წაიღეთ დღიურში მეგობრებო.
16. მომეწონა ეს ლექსი, და ახლა მივხვდი თოლიგე ვინ ყოფილა :) მომეწონა ეს ლექსი, და ახლა მივხვდი თოლიგე ვინ ყოფილა :)
15. უფ, არაფრის, როგორც კი წავიკითხე, მაშინვე ნეფერტარს დავურეკე თუ მივწერე, მოდი დედოფალო, აგერ რა დაუწერია თოლიგეს-მეთქი, მგონი ეგ მართლა ეგვიპტელი იყო წინა ცხოვრებაში :) უფ, არაფრის, როგორც კი წავიკითხე, მაშინვე ნეფერტარს დავურეკე თუ მივწერე, მოდი დედოფალო, აგერ რა დაუწერია თოლიგეს-მეთქი, მგონი ეგ მართლა ეგვიპტელი იყო წინა ცხოვრებაში :)
14. კატიე., დიდი მადლობა ნაფისას ილუსტრაციისათვის <3 კატიე., დიდი მადლობა ნაფისას ილუსტრაციისათვის <3
13. უღრმესი მადლობა ყველას ასეთი თბილი კომენტარებისათვის <3 უღრმესი მადლობა ყველას ასეთი თბილი კომენტარებისათვის <3
12. კარგი ლექსია, ნაფისას შესახებ არაერთ საოცარ ამბებს ყვებიან. კარგი ლექსია, ნაფისას შესახებ არაერთ საოცარ ამბებს ყვებიან.
11. ბრავო! ამ ლექსისთვის ნებისმიერი ქულა ძალიან ცოტაა... ბრავო! ამ ლექსისთვის ნებისმიერი ქულა ძალიან ცოტაა...
10. წამწამებზე ეგვიპტური მზე გესვენა, წამწამებქვეშ _ ლივლივებდა მირაჟი. ..... თავს გიხრიდა მოწიწებით ქაირო და მზრუნველობდი ღარიბთა და მდიდართა... რა შორს იყო მშობლიური შენი ოდა და შორიდან უფრო ძლიერ გიყვარდა.
მადლობა ამ ლექსისთვის! <3 წამწამებზე ეგვიპტური მზე გესვენა, წამწამებქვეშ _ ლივლივებდა მირაჟი. ..... თავს გიხრიდა მოწიწებით ქაირო და მზრუნველობდი ღარიბთა და მდიდართა... რა შორს იყო მშობლიური შენი ოდა და შორიდან უფრო ძლიერ გიყვარდა.
მადლობა ამ ლექსისთვის! <3
9. მიმაქვს ჩემს დღიურში, ავტორს კი ++++ 5555555555555555 ჩემგან :) მიმაქვს ჩემს დღიურში, ავტორს კი ++++ 5555555555555555 ჩემგან :)
8. არაჩვეულებრივია!
+5 არაჩვეულებრივია!
+5
7. აი ამაზე კარგი ამ საიტზე არასდროს არაფერი წამიკითხავს, ეს არის საუკეთესო, რაც კი ამ საიტზე ოდესმე დადებულა. 55555555555555555555555555555555555 ყველა წარსულში განდიდებულ და ნაქებარ პოეტს აჯობა ამ ავტორმა.
ბრავო ! ბრავო ! ბრავო !
თოლიგევ. აი ამაზე კარგი ამ საიტზე არასდროს არაფერი წამიკითხავს, ეს არის საუკეთესო, რაც კი ამ საიტზე ოდესმე დადებულა. 55555555555555555555555555555555555 ყველა წარსულში განდიდებულ და ნაქებარ პოეტს აჯობა ამ ავტორმა.
ბრავო ! ბრავო ! ბრავო !
თოლიგევ.
6. ლექსს ერთდროულად სიმსუბუქეც ახლავს, სილაღეც და ტკივილიც. მოვიწონე კრიალოსნად ასხმული ისტორია-ცრემლები. ლექსს ერთდროულად სიმსუბუქეც ახლავს, სილაღეც და ტკივილიც. მოვიწონე კრიალოსნად ასხმული ისტორია-ცრემლები.
4. მშვენიერია...5 იქაც მომეწონა მე ... წამწამებზე დასვენებული ეგვიპტე... კარგო თოლიგე...:-* მშვენიერია...5 იქაც მომეწონა მე ... წამწამებზე დასვენებული ეგვიპტე... კარგო თოლიგე...:-*
3. აზრიანი და შინაარსიანი ლექსი! - 5 მე ვიცი ეს ისტორია, გიორგი კალანდიას ნაფისა ხანუმზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის პროდიუსერი ვიყავი, მქონდა ეს ბედნიერება... ნაპოლეონი დაატყვევა მისმა მომხიბვლელობამ და დიპლომატიურმა ნიჭმა და პატივისცემის ნიშნად ბონაპარტმა მას საათი აჩუქა... ქაირო გადარჩა ქართველი ქალის გონიერების წყალობით. დღეს სწორედ გონიერების დეფიციტია... აზრიანი და შინაარსიანი ლექსი! - 5 მე ვიცი ეს ისტორია, გიორგი კალანდიას ნაფისა ხანუმზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის პროდიუსერი ვიყავი, მქონდა ეს ბედნიერება... ნაპოლეონი დაატყვევა მისმა მომხიბვლელობამ და დიპლომატიურმა ნიჭმა და პატივისცემის ნიშნად ბონაპარტმა მას საათი აჩუქა... ქაირო გადარჩა ქართველი ქალის გონიერების წყალობით. დღეს სწორედ გონიერების დეფიციტია...
2. ისე მომეწონა ისეეეეეეეეეეეეეეე
+5 ისე მომეწონა ისეეეეეეეეეეეეეეე
+5
1. "წამწამებზე ეგვიპტური მზე გესვენა, წამწამებქვეშ ლივლივებდა მირაჟი..."
სათაურიდანვე ისეთი უცხო და მომხიბლავი ჟღერადობა ჰქონდა... "წამწამებზე ეგვიპტური მზე გესვენა, წამწამებქვეშ ლივლივებდა მირაჟი..."
სათაურიდანვე ისეთი უცხო და მომხიბლავი ჟღერადობა ჰქონდა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|