დღეს ისევ წვიმდა... შენ წვიმის მოყვარული, ჩემი გვერდიდან მირბოდი... ასე უყვართ სიტყვებით ადამიანებს ყველაფერი, მაგრამ მოქმედებით არაფერი...
ადამიანები ამბობენ, რომ უყვართ წვიმა... თუმც ეს მხოლოდ დოგამტური აზრა, რომელიც მათში ჯერ კიდევ მყარადაა ჩამჯდარი და ინერტულად ამოსდით ხოლმე... რატომ? დღესაც წვიმდა, თან ისე ადამიანი რომ იტყვის "გაზაფხულის სურნელი დაჰკრავსო" და ყოველი ადამიანი, რომელიც იძახის რომ უყვარს წვიმა გარბოდა ჩემს ირგვლივ... შილიფად მეცვა... წვიმის წვეთების გრძნობები მე ვიცი, თუმც მუდამ მიყვარს მათი შეგრძნება... დაიქუხა... კიდე უფრო აუჩქარეს ადამიანებმა სიარულს... მე მხოლო ვიდექი შუაში საიდანაც ყველა გარბოდა... ნელა ჩამოუყევი გზაზ, რომელიც დატკეპნილი მაქვს, მაგრამ დღეს ის უფრო სხვანაირი დავინახე...ის არ იყო ძველებურად ერთფეროვანი და არ იმზირებოდა ერთნაირად.... ქალაქში პირველად ვიგძენი მიწის სურნელი... არა და ჩემს მოგონენებში შედარებულ სურნელთან ის ზედმეტად მკრთალი იყო.... როდესაც მიწა გაფუებულია, როდესაც სიცხისგან გამომშრალია, როდესაც მას შეამჩნევ რომ თითქოს და აიხორკლა კანისავით და მას ზემოდან ღვთის მადლი ცვარი დაეცემა, იმდენად ლამაზია შესახედავად და იმდენად საოცარ სურნელებას აპკურებს, რომ მსგავსი არ ახსოვს ჩემს მეხსიერებას... სწორედ მისი მკრთალი ლანდი შემოიპარა ჩემს ცხვირის ნესტოებში და ისე ააფორიაქა ჩემში ყველაფერი რომ შემაკანკალა, მაგრამ სიამოვნებისგან და არა წვეთების დაცემისგან... მე ისევ მიუყვები გზას, რომელიც დღეს სხვანაირია, ალბათ იმიტომაც რომ ხალხიც არაა მრავლად და არ იმზირება უამრავი მოღუშული სახე ცხოვრების ხალის დაკარგული...გზად ხის ფოთლებს წვიმის წვეთები ისე ეფერებიან და ისე ეამბორებიან, რომ მშურთ მათი მე რომ მსგავსი არაფერი მაქვს, მაგრამ მახსენდება, რომ იგივე წვეთები მეც მეცემა და ახლა უფრო მეტად და სწრაფად... ვგრძნობ რომ ტანზე მოგდებული ერთი პერანგი ისე შევიწროვდა ისე დასველდა რომ ჩემზე უნდა რომ დადნეს... ახლა უფრო მეტად მოდის ჩემში ყველაფეი...ისევ იმ გზას მიუყვები და უცებ ჩემდა უნებლიედ, მაჩერებს რაღაც უცნაური შეგრძნება... მე ხელებს ვშლი და მაღლა ვიყურები, ჯერ თვალებ დახუჭული და ახლა თვალებზე მეფერებიან წვეთები , მერე ვახელ თვალებს და უყურებ, თუ რა ჯარად მოდის ჩემში ეს წვეთები მსგავსად ემოციისა და მინდა ვიყვირო ვიღრიალო, მაგრამ ფეხის ხმა მესმის , უცნაური შემოფეთება თვალებისა და გაფიქრება მისთვის "გიჟია", როგორც ერთი ადამიანი მეტყვის ხოლმე სიცილით... აი ესაა განსხვავება ჩემსა და სხვას შორის, მაგრამ სხვა დროს მასაც მოწონს წვიმა, მაგრამ სხვა დროს ისაც დაგიხატავს რაღაც მსგავს, თუმც უგრძნობია, თუმც არ უგრძვნია იგივე არასოდეს და ვერც იგრძნობს, რადგან არ შეუძლია ეს, რადგან ეს სიგიჟე ჰგონია... ხო ადამიანო შენ გეუბნები... მინდა ერთი აღიარება გითხრა მე "გიჟი" ვარ, რადგან შენგან და ბევრი სხვისგან სრულიად განვსხვავდები და ალბათ ჩემნაირი ცოტაა, ამიტომ შენ ცივს, უგრძნობს ნორმალურად აღგიქვამენ მე კი "გიჟად"... უცებ ხელებს დაბლა უშვებ და უბრუნდები იმ რაღაც ზეციური სიამოვნებიდან მიწიურ პესიმისტურ შავ სამყაროს... ჩემი ფეხები არ ისწრაფვის რომ სახლში მივიდეს, რადგან მე ისევ ვგრძნობ, როგორ მეფერებიან წვიმის წვეთები... ნეტა მათ ენა რომ მისცა რას ისაუბრებენ? ალბათ იმას იტყვიან, რომ ისინი მოდიან ყველაფრის მოსაწესრიგებლად, ბუნების დასაცხრომად, ათასი მცენარეულის დასაპურებლად, ადამიანთა საგრძნობად და ბოლოს დაიწუწუნებენ " ვაკეთებთ მადლიან საქმეს და ჩვენ პატარა არსებები ვიღუპებით ყველაზე სწრაფად ამ ქვეყნად და უცებ გაშრებიან ან: ადამიანის სხეულზე, ან ფოთოლზე, ან ხეებზე და მხოლოდ ერთი თხრილი, რომელსაც გუბე უწოდეთ იქ თუ დაიბუდებენ ცოტა მეტ ხანს თუმც უფუნქციოდ და მალევე დამყაყდებიან"... ალბათ ადამიანებიც ამ წვეთებს გვანან, რადგან : ისინიც უფლისგან მოდიან, მის წინაშე ისინიც ყველაზე მცირე არსებები არიან, რადგან ბერვნი მათსავით მიდის, რადგან ცოტა მათსავით საქმეს აკეთებს სიამოვნების მისანიჭებლად და უმეტესობა გუბეში მყაყდება ხოლმე.... ისევ წვიმს... მე ისევ მიუყვები გზას რომელიც იმდენად შემოკლდა, რომ ახლა იმაზე ვფიქრობ როგორ "გავაჯანჯლო" სახლში ასვლა, არავინ არ არის გარეთ... აი უკვე მიუახლოვდი კიბის ზღურბლს და ჩემი სიამოვნებაც გაქრა....ისევ შავთეთრი კედლები, ისევ ერთფეროვნება, ისევ თეთრი მონიტორი კომპიუტერის და კლავიატურის ხმა, რომელიც ჩემ ემოციას თქვენთან ხატავს და მიზანი ერთია, რომ "ვიყოთ წვიმის წვეთები, რომელნიც დააპურებენ ყველა მცენარეულს და ხალხს, ვიყოთ წვიმის წვეთები რომელნიც აგრძნობინებენ არემარეს ცხოვრებას და არასდროს ავმყაყდეთ ერთ გუბეში, რომელსაც უამრავი რამ გათელავს".... ჩემი კლავიატურა უკვე დადუმებას იწყებს, რადგან ფიქრში არ შეგიშალოთ ხელი... ჯერი შენზეა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. Eს უნდა იყოს წაუკითხავი და ვიღაცის ჩაინიკს მოძვრა ემალი გემშვიდობება ჯემალი ყოველი ჭრილიდან დანახული?! . . Eს უნდა იყოს წაუკითხავი და ვიღაცის ჩაინიკს მოძვრა ემალი გემშვიდობება ჯემალი ყოველი ჭრილიდან დანახული?! . .
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|