ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდრია თორელი
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2013


6 ივნისი

ჩვენი სიცოცხლე ჩაიღვარა სამშობლოს გულში,
რომ ჩვენი სისხლით ქვეყნის მაჯა ძალუმად ცემდეს.....
დღეიდან უკვე გვახსენებენ ალბათ წარსულში -
და მერე იქნებ არც გავახსენდეთ,
როგორც ჩვენამდე დახარჯული ბევრი კაი ყმა,
ვის კვალზედაც ნაბიჯით მგლურით
ჩვენი სიცოცხლის მცირე თესლი ჩავთესეთ ხნულში
საქვეყნო სამკლის - რომ ბუმბერაზ ნერგად იხაროს.
ჩვენი სახელი, წოდება და გვარი - ორი მშრალი სტრიქონი,
მაგრამ წინდი საუკუნო ჩვენი ნაგრამის -
რათა ამაყად გაიარონ მშობელ მიწაზე,~
რომელიც ჩვენი წმინდა სისხლით თავადვე მოვრწყეთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს