ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნნნნ
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2013


...ფოთოლცვენა...

შემოდგომის აივანზე ფოთოლცვენა იდგა...
სიყვარულის ყვავილების სურნელებით მთვრალი...
გრბნობა, ფიქრებს მიმოფანტულს, მოლოდინის ხიდთან
აგროვებდა თაიგულში ოცნებების ქარით...
თმას ლერწამში გამოხვეულს.იხუტებდა გულში...
მოფარფატე სურნელებით...ფიქრით სიყვარულში...
მოლოდინში ჩაკარგული,თვალცქრიალი ფერთა...
შემოდგომის ფოთოლცვენა....შეყვარებულ ხეთა...
სიყვარულის აივანზე ფოთოლცვენა იდგა....
მონატრება უცნაური...ამაყი და გულქვა...
აივანმა ფოთოლცვენას გიყვარვარო????....კითხა...
მიყვარხარო....მიყვარხარო...ფოთოლცვენამ უთხრა..
ფიქრს შეეხო მოლივლივეს სხივით განბნეულით...
სისათუთით მოეფერა გრძნობას გული თითქოს...
აივანზე შემოდგომა იდგა დაბნეული....
დაბნეული სიყვარული მოფერებას ითხოვს!!!!!!!!

ავტორი ნინო მაჭავარიანი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები