ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნნნნ
ჟანრი: პოეზია
17 აგვისტო, 2013


წვიმს ისევ ჩუმად

წვიმს ისევ ჩუმად.
ქვაფენილს ცივა.
გულში ფიქრები
ძრწოლვით დადიან...
ისევ ფაქიზი
ოცნება ცვივა
წვიმის წვეთებით,
ფიქრებს დარდიანს.
თითქოს ქარია
წვიმის მშველელი...
შიში ცრემლებად
უნდა დაცვივდეს.
ცივ ქვაფენილზე
გულის შეხვედრით,
წვიმის გრძნობები
რომ არ გაცივდეს.
წვიმს ისევ ჩუმად.
წვიმს და გრძნობები,
გულში შეხიზნულ
ფიქრებს ენდობა.
ცრემლად დამშრალი,
სითბოს სიცივე
წვიმის წვეთებით
შესთხოვს შენდობას.

ავტორი ნინო მაჭავარიანი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები