ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნნნნ
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2013


შენზე ფიქრები

თოვდა... და ჩუმად ათოვდა ფიქრებს...
თოვლი წარსულზე დარდობდა...რაღაც...
ოცნებას ცრემლი წლებივით მისდევს....
სევდით,რომელიც დროს მიაქვს სადღაც...
მოგონებების ნაზი სიშორე...
შეხიზნულ სიზმრად გრძნობებმა ნახა...
სიზმარში...ცრემლი ვერ მოვიშორე...
ისე ჩაეკრა ლექსებით ქაღალდს...
თოვდა და ფიფქებს ვეძებდი ისევ...
ფერები იყო გრძნობა და დაღლა...
ცხოვრების ბილიკს მინდა რომ მივწვდე...
შენს გვერდით ვიყო,თოვლივით ახლა.

/ავტორი ნინო მაჭავარიანი./

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები