ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალალო
ჟანრი: პროზა
7 ივლისი, 2013


წვიმის აზარტში

აივანზე ვიდექი.. წვიმას ვუსმენდი..
თითქოს, რაღაცას მებუტბუტებოდა მის მჩქეფარე ხმაურში გამოკვანძული ბგერები.. თან ისე თავგამოდებით, ისე ერთსულოვანი სულისკვეთებით, ისე მთელი არსებით ეწაფებოდნენ და ენარცხებოდნენ მიწას წვიმის წვეთები, გეგონებოდა, აქამდე ტყვეობაში ყოფილიყვნენ და ახლა მისცემოდათ დედამიწასთან ზიარების, მასთან შესისხლხორცების დიდი ხნის ნალოდინევი, ნეტარი თავისუფლება..
წვიმის ამ სტიქიას ვყავდი ბორკილდადებულივით მომწყვდეული და შეტყუებული, რომ ცაში უეცრად ელვის ვულკანურმა, დაკლაკლინმა სხეულმა გაიხმაურა..
და თან როგორ შიშისმომგვრელად და ნიშნისმოგებით!..
ისევ წვიმდა..
წვიმისა და ელვა–ქუხილის ერთობლიობამ კი რაღაც ფანტასტიური სანახაობა შექმნა მისდათავად..
მე კი ორბუნოვანი განცდა მეუფლებოდა..
თან მაკრთობდა ღამის სიწყვდიადის, წვიმის ჩხრიალისა და ელვის ბობოქრობის თითქოსდა თანამზრახველური სინთეზი, და ამავდროულად, ვიხიბლებოდი მისი მისტიური, ეგზოტიკური და ნატურალური სილამაზით..
წვიმა ჩემს აივანზეც თავისუფლად აღწევდა, იქაც ავრცელებდა თავის ამბიციურ სისველეს.. და მეც წვეთ–წვეთობაში ვსველდებოდი..
და მაინც ვერ ვწყდებოდი გარეთ გაჩაღებულ წვიმისა და ელვის სამგლოვიარო თუ საზეიმო დღე(უფროსწორად ღამე)სასწაულს.. თავს მის მონაწილედაც კი ვგრძნობდი..
მეც მის იდუმალ გალაქტიკაში შევჭრილიყავი ჩემდაუნებურად და იქ დავხეტიალობდი გზააბნეული ტურისტივით, რომელსაც არ აღელვებს ის, რომ გზა დაკარგა და უცხო გარემოში ამოყო თავი, უბრალოდ უკვირს, ეოცება და მოსწონს იქაურობა..
თუმცა შეციებამ, რაღაცნაირმა განცდებმა და გაფიქრებამ :"მგონი, გაციება არ ამცდება" , ჩვეულებრივ რანგში დამაბრუნა და ასე დავტოვე წვიმისა და ელვის უსივრცო აუდიტორია..

დღეს კი.. თითქოს ენამ მიყივლა თუ წუხელ უბრალოდ ადეკვატურად ვიწინასწარმეტყველე დაა: "აააააფციიი–მეთქი",– ამოვიოხრე გაციებულად...

და ახლა ვფიქრობ, მიღირდა თუ არა წუხანდელი ის პომპეზური განცდების მშობელი სანახაობა ამ სოლიდური გაციების ფასად?!  :))

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები