ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მე ქალაქში პირველი ფსიქოლოგი ვარ. ქალაქის ცენტრში ყველაზე საკაიფო კორპუსში მე-7 სართულზე კაბინეტი მაქვს. მე ის ტიპი ვარ მეგობრობას ფულზე რომ ყიდის. მომაკითხავს ვიღაც იდიოტი,ათას დოლარს ჩამითვლის, წამოწვება ტახტზე და ლაყბობს. რომელი თქვენგანი იტყოდით უარს ათას დოლარად თუნდაც იმის მონაჩმახს მოუსმინოს, ვისაც დაბადებამდე ცხრა თვით ადრე ორი წუთით რომ ეცოცხლა პირველრიგში მამამისს წამოაცმევდა პრეზერვატივს სირზე ? მე ქალაქში პირველი და ყველაზე ძვირადღირებული ფსიქოლოგი იმიტომ ვარ რომ ფროიდისეულ მეთოდს მივუმატე ჩემი მეთოდი: ფერებით მანიპულირება. ეს სინთეზი კი საუკუნის აღმოჩენაა. ფერებით მანიპულირება იმიტომ დავარქვი რომ პაციენტს ვუხატავ სამყაროს გამძაფრებული ფერებით. ლამაზი ფერები დადებით გრძნობებს იწვევს. ასე რომ როცა პ[აციენტი დაამთავრებს ლაყბობას და ძველი შეგრძნებებისგან თავისუფლდება, მე მას ახალ გრძნობებს ვუნერგავ. ფერების დახმარებით. იდიოტთან კი, რომელიც ათას დოლარად ნაშებთან გორაობას და კოკაინის შეყნოსვას ურჩევნია ჩემთან ეგრეთ წოდებული გულის გადაშლა, ეს ჭრის. დღეს 18 წლის ბიჭი მოჰავთ ჩემთან.სხვა ფსიქოლოგთან კონსულტაცია არ ისურვა. ალბათ სადმე ბლოგს წააწყდა ჩემზე და დავევასე. თვითმკვლელობა უცდია, ახლა მე უნდა მოვაბრუნო ცხოვრებისკენ. არადა სახლში ძმაკაცი მელოდება ორი ბოზითურთ, მე კი ვიღაც ღლაპს , თინეიჯერული სულისკვეთებით რომ იკლავდა თავს, ლაპარაკს უნდა ვუსმინო. ცოტა მოსაწყენიც კია ერთი და იგივე. თან დროშიც ვიწვები. თვრამეტი წლის ბიჭი რომლეიც თავის ფეხით მოდის ჩემამდე ის თითქმის უკვე განკურნებულია. ჰოდა გავიფიქრე ფროიდი ვინჩემი ფეხებიამეთქი და მხოლოდ ჩემი მეთოდით გადავწყვიტე მეხელმძღვანელა. ბიჭი ოთახში შემოვიდა. ფანჯრიდან გადაიხედა. წყალი ჭიქაში დაისხა, შემდეგ კიდევ დაისხა ... კიდევ... სანამ წყალი არ გათავდა. მერე ტახტზე წამოგორდა. ისე იქცეოდა ცოტახნით თავი ზედმეტადაც ვიგრძენი. - სახელი ? - ლ.. ლ... 18 წლის. ქალაქ ქუთაისიდან. დედ-მამა გაშორებული. მყავს პატარა და. კიდევ რამე გაინტერესებთ? სიამოვნებით გავუერთიანებდი ცხვირპირს. მაგრამ ამის დრო არ იყო. დღეს ქერა ჩემი იყო. - რატომ გადაწყვიტე თვითმკვლელობა? -ისე -ისე როგორ? -აი.. ისე არა, არა ამდენი დრო არ მქონდა. პირდაპირ უნდა გადავსულიყავი საქმეზე. - იცი ? როცა მე შენი ხნის ვიყავი (ისევ გაცვეთილი ფრაზები) მეც ხშირად მაწუხებდა თვითმკვლელობის სურვილი , მაგრამ როცა წარმოვიდგენდი ხოლმე როგორი ლამაზი იყო სამყარო გადავიფიქრებდი. შეყვარებული გყავს? - კი წარმოიდგინე რომ მასთან ერთად ზიხარ ლურჯი ზღვის წინ და უყურებ წითელი მზე როგორ უერთდება ზღვას ან წვიმიანი ამინდის შემდეგ რომ გამოიდარებს და ცისარტყელა გაჩნდება შვიდი ფერით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფიქრო სინათლის დისპერსიის შესაძლებლობებზე. ეს ღვთაებრივ მოვლენად ჩათვალე. შვიდი ფერი ერთად და შვიდივე ცალცალკე. კიდევ ერთი მეთოდი მქონდა, სამყაროს ფერებს ადგილს ვუცვლიდი. აი მაგალითად: წარმოიდგინე რომ შენ გვერდით, შენ შეყვარებულს აქვს ლურჯი ფერის კანი. თვალები დახუჭე და წარმოიდგინე. წარმოიდგინე რომ ზღვა რომელიც თქვენს წინაა, წითელი ფერიაქვს და ბრონზესფერი მზე ჩადის მასში. წარმოიდგინე ღამით ყვითელი ცა, რომელძეც სხვადასხვა ფერად აჭრელებული ვარსკვლავებია და შენ შენს ლურჯკანიან შეყვარებულთან ერთად უყურებ ამას. ეს შეიძლება იდიოტურად ჟღერდეს მაგრამ უნდა წარმოიდგინო. უნდა წარმოიდგინო ყოველ დილით ადგომისთანავე, ყოველი ცუდი ამბის გაგებისთანავე, ყოველივე უარყოფითის დროს. ეს ელესდეს კაიფს გავს დამიჯერე. მიანიჭე ფერებს უდიდესი მნიშვნელობა და მიხვდები რომ ულამაზეს სამყაროში ცხოვრობ, რომელსაც შეგიძლია ეკაიფო. დავინახე როგორ მოდიოდა ცრემლები ამ პატარა ბიჭს და თვითრწმენით ავივსე. მერე წყალი მთხოვა. მეორე ოთახში გავედი ბედნიერი სახით და ხმადაბალი სტვენით. აპარატთან მივედი, ჭიქას წყლით ვავსებდი და თან იმ ქერა ნაშაზე ვფიქრობდი. მერე შემოვბრუნდი და ისევ სტვენა-სტვენით გამოვუყევი კარიდორს. ოთახში არავინ დამხვდა. ფანჯარა ღია იყო. მაგიდაზე ქაღალდის ნაგლეჯი. ყველაფერი ნათელი იყო. მუხლები ამიკანკალდა. ვხედავდი როგორ ეცლებოდა ძირი ჩემს კარიერას. ქაღალდის ნაგლეჯი ავიღე. გაკრული ხელი ძლივს გავარჩიე და ისტერიკული სიცილი ამივარდა. მერე კარებზე დააკაკუნეს. პოლიციელი იყო. დამკითხა. მერე სადღაც წამათრიეს, იქაც დამკითხეს. ახლა სახლში ვზივარ კოჭებამდე შარვალ ჩახდილი, ქერა მინეტს მიკეთებს და ვიცინი. მეცინება თუ როგორ მაჯობა იმ ნაბოზარმა ლაწირაკმა. თურმე რატომ ითხოვდა ასე დაჟინებით ჩემთან კონსულტაციას. მერე ქალს თმებში ხელი მოვკიდე მთელი ძალით. იმან კივილი მორთო. მე მთელ ხმაზე დავუჯღავლე: რავიცოდი....? მერე ხმას დავუწიე და თითქმის ჩურჩულით გავაგრძელე ... თუ დალტონიკი იყო?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. არ მომეწონა. არადამაჯერებელია. არ მომეწონა. არადამაჯერებელია.
6. ვაააჰ:დ საინტერესო ავტორი ნამდვილად ვაააჰ:დ საინტერესო ავტორი ნამდვილად
5. კარგი იყო ძალიან კარგი გულითადი წარმატებები შენ :) კარგი იყო ძალიან კარგი გულითადი წარმატებები შენ :)
4. ამას ნახე რაა... სღ ! + მემგონი პროზაში ქაჩავ ა? ;დ ამას ნახე რაა... სღ ! + მემგონი პროზაში ქაჩავ ა? ;დ
3. სავარაუდოდ, ნირვანალილუმ მთლად კარგად არ იცის, რა არის დალტონიზმი :)
ეს ისე, რადგან ერთგვარად გასაღებივითაა ის ბოლო ფრაზა, დალტონიკზე, თორემ მე ეს ფერებით და სიტყვებით მანიპულირებაც მომეწონა- სიუჟეტის სწრაფი განვითარებით, თხრობის ჩვეული მანერით. სავარაუდოდ, ნირვანალილუმ მთლად კარგად არ იცის, რა არის დალტონიზმი :)
ეს ისე, რადგან ერთგვარად გასაღებივითაა ის ბოლო ფრაზა, დალტონიკზე, თორემ მე ეს ფერებით და სიტყვებით მანიპულირებაც მომეწონა- სიუჟეტის სწრაფი განვითარებით, თხრობის ჩვეული მანერით.
2. კი, კარგად წერს ნამდვილად. კი, კარგად წერს ნამდვილად.
1. წარმატებები ავტორს.ნამდვილად კარგად და საინტერესოდ წერ...მაგრამ რაღაცეები ვერ გავიგე.იმედია განმარტებას მოგვცემ
წარმატებები ავტორს.ნამდვილად კარგად და საინტერესოდ წერ...მაგრამ რაღაცეები ვერ გავიგე.იმედია განმარტებას მოგვცემ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|