ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2008


ალქაჯი

ალქაჯი

"ძვირფასო მარგარიტა ნიკოლაევნა, სთხოვეთ, რომ ალქაჯად დამტოვონ" - ნატაშა
/ოსტატი და მარგარიტა/


ჭიაკოკონობას არულის ძახილით
სულში გვაფურთხებენ ვნებიან ალქაჯებს,
მარგო დედოფალო, იხსენებთ იმ ღამეს?
სატანის მეჯლისზე მკვდრებმა რომ დაგტანჯეს?

მარგო დედოფალო გახსოვთ? თქვენ გემოსათ
სიშიშვლის ავხორცი და ტკბილი სამოსი...
და თვითონ ვოლანდი თავაზით გაწვდიდათ
სისხლ-ღვინოს, თავისქალაში ჩამოსხმულს.

მე მაშინ ამემღვრა ჭკუა და გონება,
მე მაშინ ვითხოვე ალქაჯად დარჩენა,
უბრალო მოკვდავის უბრალო ცხოვრებას
ვარჩიე ლპობა და ზეცაში აფრენა.

მარგო დედოფალო! სამარე ცივია,
ცხელ ვნებებს უკვე ვერავინ მიოკებს,
ღამით წამოვდგები, ქალაქში დავძრწივარ
არ ვუფრთხი ღამურებს, ვირთხებს, ბუკიოტებს...

მარგო დედოფალო! შევმცდარვარ ძალიან
და უკვდავ ალქაჯს მშურს მოკვდავი ქალების,
როცა თბილ ლოგინში კოცნიან საყვარლებს
და ნეტარებისგან უელავთ თვალები.

ქალად დამაბრუნეთ, ეს ცეცხლი მწადია!
ვედრებით კვლავ თქვენსკენ მე ვიწვდი თხელ მაჯებს...
ჭიაკოკონობას არულის ძახილით
სულში გვაფურთხებენ ვნებიან ალქაჯებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები