ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდრეა მარიი
ჟანრი: პოეზია
21 აგვისტო, 2013


  ჩამოტვირთვა

" ლერწმის შუბები "

მტრები მოვიდნენ შორეულ მხრიდან
მოვიდნენ ამ ჩვენს ტყემდე, მდელომდე...
მათ ყველა ბუჩქი შიშის ზარს ჰგვრიდა, -
შინა და გარეთ სიკვდილს ელოდნენ!

ახლა ბალახზე ჩუმად და ფხიზლად
ვწევართ, - მტკიცეა ჩვენი უბნები.
თხრილები იქცნენ შენიღბულ მიზნად
და იქ ავღმართეთ ლერწმის შუბები...

ამოდის მთვარე, ანათებს მინდვრებს, -
და საქართველოს ბობოქრობს მიწა,
ბრძოლის ღამეა, მტერს ვერკინებით
და ჩვენი მკერდით სამშობლოს ვიცავთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები