ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: პროზა
23 აგვისტო, 2013


სიყვარულის ძალა

საოცარი ძალა აქვს სიყვარულს. ამაში მაშინ დავრწმუნდი, როცა აფხაზი ბიჭი ქართველ გოგონაზე დაქორწინდა და პირიქით.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის ბევრი დაპირისპირება მოხდა მეოცე საუკუნის მიწურულს, ვგრძნობ რომ ერთმანეთისადმი სიყვარული ჯერაც არ განელებულა და ალბათ არც არასოდეს განელდება, რადგან სიყვარული ღმერთივით მარადიულია. პოეტი ვაჟა ოთარაშვილი ერთ ლექსში ამბობს:



``ლერწამის ორი ღერი ვართ,

გვწვავს სიყვარულის ძალა``.


მხოლოდ ამ უკვდავ გრძნობას ძალუძს ბოროტების დამარცხება.


დაბოლოს, ლეგენდარული მუსიკოსის-ჯიმი ჰენდრიქსის სიტყვებით მინდა დავასრულო:


``როცა სიყვარულის ძალა დაამარცხებს ძალის სიყვარულს, მაშინ მსოფლიოში მშვიდობა დამყარდება``.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები