ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნნნნ
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2013


...მიყვარხარ...

ამ ლამაზ სითბოს ვერ გაჩუქებ...
ამ ლამაზ ფიქრებს...
მთვარის სასთუმალს რომ ამშვენებს
ჩემი ვნებაა.
ნუ მიმატოვებ ღამის ლანდო,
ავად ნუ მიცქერ...
შენი მშვენება ჩემთვის შვებაა!
მინდვრის ყვავილებს შემოგავლებ
თავზე გვირგვინად.
მანდილს მოგიქსოვ ვარსკვლავებით,
ფიქრებით შევკრავ.
გულმკერდს დაგაბნევ ჩემი სულის
გრძნობის გვირილას.
და ჯვრისწერაზე გაგიკეთებ
ვარდების ხელმკლავს.
ცვრის სარეცელზე ჩამოგაჯენ,
სურნელით დამტკბარს...
ფიქრის ბალახზე,შიშველ ტერფებს
გრძნობებით დაგბან.
გეძებ და მაინც ვერ გპოულობ...მიყვარხარ...
სად ხარ....
ნუ მიღალატებ,ღამის ლანდო,
ვნებიან ქართან!

ნინო მაჭავარიანი.19.08.2013წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები