ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოპენის გოგონა
ჟანრი: პროზა
15 სექტემბერი, 2013


ტურბოლენტობა

როცა თვითმფრინავში ზიხარ მიწიდან სამი ათასი მეტრის დაშორებაზე,
გიტევს კლაუსტროფობია, შედიხარ ტურბოლენტურ ზონაში და
ღრუბლებთან კავდები ჯგუფური სექსით -
გრძნობ საკუთარ უსუსურობას,
სუნთქვაშეკრული ელოდები ძრავების გაჩერებას და გარდაუვალ სიკვდილს,
წარმოიდგენ როგორ ვარდები თავისუფალი ვარდნით
და აღარ იცი სად წაიღო ამდენი ადრენალინი.
ერთადერთი ფიქრი გიტრიალებს - ნეტავ მტკივნეულია?
ნეტავ რას გრძნობდნენ შუა საუკუნეებში ცოცხლად დაწვით დასჯილი ადამიანები,
ნეტავ...
და მაინც, ტურბოლენტურ ზონაში შენთვის ყველაზე ძვირფასი გვერდით მჯდომი ადამიანია,
ის შეიძლება იყოს საქმიანი ამერიკელი, მუდმივად გაზეთში თავჩარგული,
მაჯაზე მდიდრული საათით, უემოციო  და აუღელვებელი სახით,
ან შავ ტანსაცმელში გახვეული მუსულმანი ქალი,
რომელსაც მხოლოდ თვალები მოუჩანს,
ნერვიულად აცეცებს და არცერთი წამით არ ჩერდება კონკრეტულ წერტილზე,
პირველი ფრენაა მისთვის, გულში ფიქრობს:
-"ალაჰ მე ვიცი ჩემ გვერდით მჯდომს თვითმკვლელი კამიკაძე ვგონივარ,
მაგრამ თუ ღმერთი გწამს, გთხოვ მშვიდობით ჩამიყვანე".
PS: მისთვისაც ყველაზე ძვირფასი ადამიანი ვარ იმ მომენტში,
ფიქრობს თუ ხელს ჩამჭიდებს ყველაფერი კარგად იქნება,
მეც უსაფრთხოდ ვიგრძნობდი თავს, თუმცა ორივე თავს ვიკავებთ.
კარგი ამბავი ის არის, რომ ჩვენი ფრენა ყოველთვის ბედნიერად სრულდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები