ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკი-ლექსი
ჟანრი: პოეზია
3 სექტემბერი, 2013


ან.. საუბრები #


დილა იწყება- დილა უთენია, მე ფეხზე ვდგები
წავიტორტმანებ, უცებ ვჩერდები და ორ ნაბიჯს ერთად ვდგავ
პირველი ნაბიჯისას ძირს დაგდებული წიგნი მხვდება,
რომელსაც ღამე შენ ფიქრებთან ერთად ვკითხულობდი.
გოგოს სხელი "ანქსუნამუნ" სწორედ იქიდან გამომყვა, ან...
მეც ერთ დღეს სწორედ ასე მოგმართე , მემგონი გახსოვს.
შენ უცებ სხვა რაღაცას დაუკავშირე და არც მიიღე ის.
არა და მთელი სითბო სწორედ ამ სახელში ჩავდე.
ძნელია სითბო გამოხატო შორიდან სახელით...

მე დაგპირდი, რომ ყოველ დღე მოგიკითხავდი
შენ წინააღმდეგ წახვედი, ალბათ ესაა ქალთა წესი
მაგრამ მე მაინც ყოველ დილით გკიტხულობ
ორიოდე სიტყვით, რომელშიც ისევ ვდებ შორეულ სითბოს
თავდაპირველად ეს ყველაფერი სახალისო იყო
შემდეგ მოვიდა "ავტომატიზმი", ალბათ ყველა საქმესი ასეა
და ჩვენი ცხოვრებაც ასეთი ტემპით მიდის ეხლა
მე არ მინდა ვიყო მდორე ცხოვრების "ავტომატიზმი"

ან.. მინდა ჩვენ პირველ შეხვედრაზე გითხრა რაღაც.
მე შექსპირის 66 სონატიტ ხელდამშვენებული,
რომელიც უკვე მერამდენედ გადავიკითხე და
ვიპოვე მასში რაღაც, დაგპირდი რომ შენ მოგიტანდი.
მსურდა შენც გეპოვა მასში ის რაღაც,
მაგრამ ვინ იცის ახლა, რომელი კარადის ერთ უჯრას ამშვენებს
შენ ვერ მიხვდი სრულიად რატომ მოგიტანე პირველ შეხვედრისას ის.

ან... მე შენ ბაღში გელოდებოდი. ნიავი ჰქოროდა
და ჩემ ორიოდე ღერ თმას ათამაშებდა,
თითქოს სუსტი იპოვა და დაიმორჩილაო.
მე ვკიტხულობ უკვე მერამდენად ისევ შექსპირს შენს მოლოდინშო.
ხალხის ხმა ნელ-ნელა მრავლდება და ჩემს გვერძე ბევრი ჯდება,
არყის სუნი ჩემ ცხვირის ნესტოებს ხვდება და შექსპირი უფრო სველდება,
ახლა შექსპირს ერთვის სხვადასხვა მეთოდი არაყის გამოხდისა
მე უკვე მრავალი მეთოდი ვისწავლე შენს ლოდინში. ან...
უცებ რაღაცამ შემახტუნა და მითხრა რომ მოდიოდი..
მე იმ ადგილს გავემართე სადაც შეხვედრაზე შევთანხმდით
ორი წუთის წინ სოწრედ ამ მეტროს კარიდან გამოვედი,
მაგრამ ახლა ამ კარს ვერ ვაგნებდი სწორედ.

ან... შენამდე ბევრი ვიარე, როგორც ფეხით ასევე ფიქრით.
და როდესაც შემაღლებული კიბეებიდან დაგინახე,
მაშინ მივხვდი, როგორ შეიძლება მიწაზე მყოფმა იფრინო.
ოციოდე ნაბიჯში იმდენი ფიქრი გაირია ჩემს თავსი,
რამდენიც ალბათ არასდროს ოციოდე ნაბიჯის გადაგმისას.
ამის შემდეგაც ამ ოც ნაბიჯს მივტირი რომანტიკოსივით.

მე შენთან ვჩდები შენ სახის წინ და გეუბნები "მოვედი"
ჩვეული ამბორი, რომელიც უფრო ფორმალობაა ვიდრე სითბო,
მაგრამ შენი ლოყა მეტად თბილია ამ ფორმალობაში ჩემთვის.
ხმა რომელიც ამ დროს გაისმის, სწორედ ის მაფხიზლებს მე

ან... ამ წუთებმა ბევრი თქვეს ჩემში.
ხო ვიცი პირველი შეხვედრაა მაგრამ, მე შენი თვალები კარგად დავინახე
მე შენი ხმა, რომელსაც შენ ტემბრიანს უწოდებ მოვისმინე და მივხვდი... ან
აღარ ღირს გავაგრძელო რას მივხვდი... ალბათ იმას რომ ჩემი მუზა ხარ...

პოეზია ეს "სევდაა", ამიტომაც ვწერ მის მერე გამალებით... ან .
არ ვიცი როგორ, რანაირად, მაგრამ უშენობა ჩემთვის სევდაა.
ამის შემდეგ გხატავს ჩემი წარმოდგენა ფერგახუნებულ "შპალიერიან" კედელზე
მაგრამ მხოლოდ ილუზიურია ყველაფერი...
შენი ვარსკვლავი ბევრად შორსაა ჩემგან და მეც მარადიულ სევდას ვეძლევი...

უკვე მერამდენედ გთხოვე წავსულიყავიტ ბიბლიოთეკაში,
ბარში ან თუნდაც სკვერში, მაგრამ მხოლოდ უარყოფა სურვილებისა
შე მოიმიზეზებ რომ არ გცალია... ხო ამ ქყვეყანაში ხომ არავის არავისთვის სცალია...

ან... მე ისევ ველი იმ ოც ნაბიჯს, იმ ნაბიჯებში აყოლილ ფიქრებს,
იმ ლოთ ხალხისგან მიღებულ სწავლას, რომელიც არსად წერია
და შენგან ნასწავლ პოეზიურ სევდას ,რომელიც თან მდევს

ის დღეც გადის შენ რომ გნახე და იმის მერე უკვე, რამდენი დღე გადის
მაგრამ 25 კადრზე შეჩერებული ვახვევ უკან ყველაფერს
ვცდილობ დავბრუნდე იქ სადაც უწინ ვიყავი და ისევ შენ... ან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები