ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აპარმიჟ-
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2013


41°

რა გინდა რომ ქნა?.. (გაჟღინთა ორთქლმა
(თითქოსდა ორფად) ოთხი კედელი, -
მაინც ვერ დგები: ძალით, შეგნებით...
ოთახში - მანდვე, სიმშვიდეს არბევს
(კიდევ ათ ამდენს ხრჩოლავს ნავთქურა:
ჭვარტლმა - ავსულმა დაისადგურა...)
სტვენა ჩაიდნის (მქროლი ამინდის
ამონარიდი) არბევს ჩამი-ჩუმს...)
ყინვა-ჩაკირულს, როცა ჩაი გსურს
(გადმოღვრილს ოფლად) და სულის მოთქმა -
რა გინდა რომ ქნა: ნაკანკალარი
ხარ და არავინ ირგვლივ არ არის.
ჩაიდნის მოთქმა აყრუებს ოთახს;
აწ უკვე ოთხფად დგანან კედლები;
ოთახში - მანდვე, ხრჩოლავს ნავთქურა;
არბევს ჩამიჩუმს მქროლი ამინდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები