ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰარირამა
ჟანრი: პროზა
20 სექტემბერი, 2013


აბ(ს)ურდული ისტორია

        მე მიყვარს ეგ გოგო,
        მერე  რა,  რო    გიჟი    გოგოა.
        ეგ, აქ  რა შუაშია?----მე რა ვიცი.

            კვირა დღე იყო .რადგან საათი 12 -ს  აჩვენებდა ,  მე კი შვიდზე მქონდა გადაწყვეტილი,  ახლად ნაყიდი იარაღის,    საკუთარ  შუბლზე მოსინჯვა,
ვარჩიე      ეს    შვიდი  საათი , აზრიანად გამეტარებინა, იმასაც მივხვდი რომ 7-ზეც გამიჭირდებოდა , ამ გამოცდის ჩატარება , ამიტომაც გადავწყვიტე  დამელია , მითუმეტეს, შეიძლება სულაც ბოლო დალევა გამომდგარიყო, რადგან ასეთი გამოცდების  შემდეგ, უმეტესად სხვები სვამენ ,  სულის განათლებისას  . 
    გიას დავურეკე, რადგან  კარგი ღვინო მეგულებოდა მასთან    და არყით მთვრალსაც  არ მინდოდა ამ ექსპერიმენტში მონაწილეობის    მიღება , არაყი კაცს ზედმეტად აშტერებს, მე კი მშვიდი და გაწონასწორებული უნდა ვყოფილიყავი, საქმე სერიოზული იყო და  ზედმეტი ცუნდრუკი  არ    წაადგებოდა.
    სახლში დავურეკე .  ტელეფონი  თვითონ აიღო და  რაც ყველაზე საოცარი იყო აბსოლუტურად ფხიზელმა,
----გია როგორ ხარ ძმაო, ხო მშვიდობაა.  რად ხარ სახლში ?
----ფეხი ვიღრძე გუშინ    სადღაც  და ვერ ვმოძრაობ , ეხლაც წამოწოლილი ვარ. ამის დედაც, შენა!      გუშინ ღამე  ერთად  ვიყავით?- მეკითხება.
----არა, გუშინ    არ    მინახიხარ, გირეკავდი და ტელეფონის გამორთული გქონდა, მთელი დღე გეძებდით    მე და კახა.
----ვაა , ამის დედა ვატირე არც ტელეფონი ჩანს და სად ვიყავი ღამის 10 დან  3 -მდე არც ეგ  იცის არავინ .  ჩემი ჩათვლით.    სად ვიქნებოდი  როგორ ფიქრობ?
-----მომხედე ზიმპოსთან დარეკე ?
-----არა, არა  მაგათგან 8-ზე  გავედი და აი მერე მენძრევა ,  ყველგან დავრეკე არავისთან    ჩვენიანებთან არ ვყოფილვარ, მერებას ბიჭმა, აი იმან ცოტა ენას რო უქცევს, იმან მითხრა გია ბიძია , გუშინ ნახალოვკაში  პერეხადნოისთან დაგინახე , ვიღაც მთვრალებთან    რაღაცას კამათობდიო , ან მაგას რა უნდადა 10 საათზე ნახალოვკაში ან მე ვინ მთვრალ კაცებს ვესპორებოდი? აზრზე არა ვარ  და არც იმედი მაქვს აწი,  რომ აზრზე მოვალ ან ვინმე ჭეშმარიტებას გამიმხელას,    შენ სადა ხარ, რას შვები?
-----არც არაფერს რას უნდა ვშვებოდე?
-----ჩემთან ამოხვალ? დავლიოთ.
-----მაგიტომ გირეკავ , შენთან რა ხდება ? არ ტეხავს?
----ჭკუაზე ხარ,  რა ტეხავს , თუ ძმა ხარ , ქვემოთ , პირველ სართულზე დავჯდებით ვის რას ვუშლით?  ეგაა თოხლის ამბავში მენძრევა , რაღაცა არი მაგრამ , ბავშვებისთვის,    ფული გაქვს რამე?
-----:"რამე"  ფული მქომდა.  იარაღი, რომ მეგონა იმაზე 150 ლარად იაფად ვიყიდე და მაგ მხრივ პრობლემა არ იყო. 
----- მაქვს ფული, მაქვს  და თოხლებს ვიყიდი, ღვინის ამბავი როგორაა , დაგრჩა? , არი, არი მაგის ნუ გეშინია 2 ოცლიტრიანი შტოფი გვაქვს.    ტაკ ჩტო , გვეყოფა მე და შენ და გაიცინა.
----"ხარაშო", მაშინ მე კახას შევუვლი და შენ გადაურეკე ჩვენებს.  სამწვადეს  ვიყიდი  ბაზარში  და გამზადებულ  რამეებს მოვაყოლებ,
----მწვადი ეზოში შევწვათ?  წალამი მაქვს ბლომად კახელებმა მომიტანეს.
----ჰოო, ეგრე აჯობებს. მიდი გადაურეკე ბიჭებს
-----დავაი ვრეკავ და გელოდებით.
---- ტელეფონი დავკიდე და კახას გადავურეკე. საუბარი მოკლე და კონკრეტული იყო,
-----მე ვარ.
-----ვინ ჩემი ფეხი ხარ?
-----შენი ფეხი ვარ  , თან მარცხენა . დალევ?
------ორი ფეხი რო იყო და ორივე მარცხენა , მაინც დავლევ  და მართლა რომელი ხარ>?
------რამაზა  ვარ შე თავგასიებულოო, მართლა ვერა მცნობ?
------შენ კი არა , ერთი საათი ჩემ თავს ვუყურებდი  სარკეში , მაგრა არა მგავს და მერე მანანამ დამაჯერა, რომ მე ვიყავი. სად ხარ ?
------რა მნიშვნელობა აქვს 10 წუთში  შენთან ვიქნები და ქვემოთ  ჩამომსერდი .
------"პივა" წამომიღე ძმურად. ...
      დავუკიდე. მაღაზიაში    ლუდი ვუყიდე  და      სერგოს, იქვე უბანში რო ტაქსაობდა    და მთელ უბანს    მაგისი ვალი ჰქონდა,  ჩავუჯექი.  სერგო  ნისიად არ მინდა აჰა შენ ათი ლარი და  კახას ჩავაკითხოთ,  მერე ბაზარი,    მერე    გიასთან,    ღამეც  დაგირეკავ სახლში წამოსაყვანად,(ხომ არ ვეტყოდი , რომ წამოყვანა არ დამჭირდებოდა?)მოსულა ? მოსულა , მოსულა ძმაო,  უფულოდ დამყავხარ , მაშინ არ    გალაპარაკებ.  თანაც ტყუილად ვდგევარ და  ეხლა რა მომივიდოდა შევიცვლებოდი.? ,  წავედით.
      ათი წუთი რად გვინდოდა    3-4 წუტში  , ვერის აბანოსთან  ვიყავით , კახა მანდ  ცხოვრობდა. ეზოს მხრიდან მივედით და ქვემოდან ავძახე , მანანამ გადმოიხედა      და ეხლა დგებაო მითხრა  , თან ხელებით დამანახა  უშველებელი თავი  აქვსო.
      ეგეთი თავებიშთვის გვქონდა ნაშველი. ნუ გეშინია დავჩუტავთ  მეთქი. ამასობაში თვითონაც გადმოიხედა, და
------"პივა მიყიდე"?
-----გიყიდე , გიყიდე ,
-----ძმურად  ამოდი ,ამომიტანე ,  თორემ  ცარიელ არაყს ვერა ვსვამ.  ვკვდები.
----შანსი არაა , ავძახე ქვემოდან ,
-----კაი , ბავშვს ჩამოვაგზავნი და ამოატანე ,
-----გაგიჟდი შე ჩემა?    შენ    პივას დალიო  , თან ცოტა არაყიც  მიაყოლო      მე აქ ვიდგე  იდიოტივით  და    გელოდო?
----ჩამო ჩამო , 2    ბოთლი  გიყიდე.და არავისაც არ გამოვატან , მანქანაში დალიე,
      როგორც იქნა ჩამოვიდა , სიფათი აშლილ  Kუბიკ -რუბიკს მიუგავდა  , ეტყობოდა მართლა  ცუდად  იყო.  ბოთლი მივაწოდე , რკინის  ღობეზე  ჩამოკრა , გახსნა , პირიდან მოუცილებლად დალია ბოლომდე და  გამიღიმა ,
-----შენ    გაიხარე, ეხლა გიცანი ,  ჯიგარი ხარ.
      წადი შენი ,  მასხარა , ლოთი თავი..მეორე ბოთლი მივაწოდე და მანქამაში ჩავჯექით.        სერგო,  სკოლის ეზოში,    Fეხბურთის მოთამაშე  ბავშვებს უყურებდა , გავძახე , "დავაი ჯიგარო წავედით"
---ვაა ჩამოხვედი ,  ზდრასტი კახაჯან რავა ხარ .
----ბაბუაჩემი  ერემია(ნათელში ამყოფოს ღმერთმა)  უკეთაა  ჩემო  სერგო , მიწის ქვეშ.  მაგრამ არ ვიმჩნევ  და მიდი სერგო ცოტა სწრაფად იარე, ამას არა სჯერა, ამ დამპალს  და თუ დროზე არ დავლიე , შეიძლება  გავფართხალდე. არეული სახე კუბიკ -რუბიკს რომ მიუგავდა ეგ თავშიაც ვტქვი , და სერგოს მეც    გაზზე ფეხის მიჭერა ვთხოვე. 

--    ბაზარში მალევე მივედით, კვირა დღე იყო  საცობებისგან თავისუფალ ქუჩენში , სერგომ აიწყვიტა და  5 წუთსი ადგილზე ვიყავით, კახა მანქანაში დავტოვე და სერგოს ვტხოვე გაყოლა, დასახმარებელი არაფერი იყო . უბრალოდ იმ გაჭირვებულს  პატარა" ჩეკუშკა" ,  დედას პური და  ყველი ვუყიდე და სანამ მე საჭირო პროდუქტს ვიყიდდი კახასთან გავატანე , ლუდი  ისედაც ჰქონდა  ერთი ბოთლი  და ამ ყველაფრის  შემდეგ გადარჩენის შანსი  რეალური ხდებოდა  .


კარგი ლურთუნგი სამჭვადე ავარჩიე , როგორჩ ერთი ჩვენი  კახელი ძმა იტყოდა , "ბეწვდაბრჭყინებული „    ღორისა. მჟავე მივახმარე , ყველი, მწვანილები  და დანარჩენ რამეებზე  მაღაზიისკენ გადავწყვიტე წასვლა , მაქნქანაში გაცოცხლებული და  ხასიატზე მოსული კახა , სერგოსტან  პოლიტიკურ დებატებში შესულიყო.

ახლო აღმოსავლეთსი , როგორც მივხვდი , ამერიკის კურსი მოსწონდა,  აი, სერგო კი უფრო რუსეთის მხარეზე იყო.
მიდი სერგო ძმაო  ზემელზრ გაუბერე , ამერიკის და რუსეთის ორევეს დედაც.  მე მძღოლის გვერდზე ვიჯექი და არყის სუნი ვიგრძენი.
ეტყობა დაალევინა , კახამ. 
დაგალევინა ამ ტარტაროზმა , სერგო?
ჰო რავი ერთი ჭიქა დავლიე შემცივდა დღეს მთელი Dრე ცივ მანქანაში ვზივარ, გამიღიმა დამნაშავესავით სერგომ .
სერგო თუ გინდა შენც  დარჩი ჩვენთან, გიასთან შავუბერავთ,  უკვე დალიე და აწი შენ აღარ იუშავებ ვიცი.
არა რამზო, შენ გენაცვალე,  ხომ იცი თქვენთან ქეიფს არაფერი მირჩევნია მაგრამ ლიდასთან ქირის ფული მაქვს გადასახდელი.  უნდა ვიმუშავო დალევით რა დავლიე ? ჰა ერთი 50გრამი,მაგას ვინ გაიგებს?
სერგო ორი წლის გადმოსული იყო ჩვენ უბანში.  ქირით  ცხოვრობდა, ისე გაღმიდან იყო ნახალოვკიდან , ცოლს იყო გაშორებული და სახლი ცოლ შვილს დაუტოვა და თვითომ ქირით აქეთ გადმოვიდა. 
ტანაც შაბათ- კვირას ბავშვი ჩემტან არი ხომ იცი, საღამოს მაინც ვიქნები ბავშვთან, შენ როგორც გინდა სერგო ., რამხელაა სერგო შენი გოგო.
გოგო ყავდა სერგოს, სიფრიფანა ბავშვი იყო, პირველი რაც მოგადგებოდა ენაზე ბავშვის დასახასიათებლად , სიფრიფანა იყო.
მე-8 წელშია    მაგას ვენაცვალე, დამეჩაგრა, ცოდოა დედა და მამა რომ ერთად არ ცხოვრობს, თქვა  სერგომ და ამოიოხრა.
უკან  კახას  გავხედე.  თვალები მიელულა და ჩვენ საუბარს ცალი ყურით უსმენდა, თვითონაც ფიქრებში წასაულიყო.  ზემელზე,  მაღაზიასთან გავაჩერებინე სერგოს და გამზადებული საჭმელები , ლომონათები და მინერალურები დავამატე სამწვადეს .

უკან კახას მივუწყვე  სკამზე ყველაფერი , არ გადმოცვივდეს და არ დატყდეს , თორემ მოგიწევს წყლის სმა , ლიმონათის მაგივრად, დავაშინე ჩემი ჭკუით.  მიდი    მიწექი სერგო, მიე 120 და სიგნალებიტ ავადგეთ გიას, მტლად 120 არ გამოგვივიდა მაგრამ აუ , სიგნალებით კი მივადექით, Uბნის ქალებს და გიას გამოვაყოფინეთ თავები ფანჯრიდან.


გიამაც  ფანჯრიდან  გადმოგვძახა ---- გეყოფათ გიჟებო , ჩამოვდივარო ---ქვემოთ  შეგვეგება.
სახლში შესულებს ალიკა და დავითაა დაგვხვდნენ, სადა ხარტ აქამდე გაშრა ყელიო.
თქვე უნამუსოებო , ჯერ დილის 2  საატია რა დროს ყელის გაშრობაა, სულ დახუვდიტ მეტქი?

ეგ შენთვის არის დილის 2 , ჩვენთვის უკვე საღამოს 8 საათია , დროის ათვლის რა სისტემაზე იყო ლაპარაკი ვერაფრით მივხვდი, სამაგიეროდ  საშინელ ლოთთა გარემოცვაში რომ ვიყავი ეგ ნაღდი იყო,  მაგრამ რა ვქნა თავს ამათთან ვგრძობდი  კარგად.
პროდუქტები პირველ სართულზე გიას კაბინეტსა თუ საქეიფო ოთახში შევითანეთ, ოთახში ორი მაგიდა იდგა . ერთზე გიას წიგნები , რვეულები და ყველაფერი ის ელაგა რაც წერა კიტხვას სჭირდება , მეორე  კოხტა და  მძლავრ მაგიდაზე  კი ჯერჯერობით  წყლიანი  გრაფინი და ჭიქები ეწყო. 
ეტყობოდა  მყარ და ძლიერ კოჭებზე    რა დანიშნულებისაც იყო,  რადგან  არაიშვიათად  მთვრალ მოცეკვავეტა გაძლებაც უწევდა,    მაგიდას  კედლის მხრიდან ძველი დივანი, მოპირდაპირე მხარეს კი სკამები  შემოეწყოთ.

აბა , რით  გაახარეთ გიას  ბიძიას გული ? ---იკითხა  გაღიმებულმა
სამწვადიტ და ყველით , მჟავით და პურით , კიდევ რაღარც რუღაცეებითა, შენ რით გაგვახარებ  გულდათუთქულ ბიჭებს?
გული ვინ დაგითუთქათ თქვე  ოხერ მამაძაღლებო ,ვინ ჩადგა თქვენ ცოდვაში?  მოიტა ერთი ეგ დატუთქული გული გაგიგრილოთ,  მაცივარი გამოაღო  და პატარა გრაფინით ჩაციებილი ღვინო გამოიღო, მაცივრის  ქვემოთა  სადგამებზე  კი  ოცლიტრიანიდან  ბოტლებში გადატანილი ღვინო დაელაგებინა .
თქვენ დალიეთ უკვე ?
არ გცხვენიათ ძმებო, პირად შეურაცხყოფად მიიღო ყველამ და ჩვენჩ შეგვრცხვა ეგეთი მკრეხელოლბა რომ გავიფიქრეთ.
ეს ერთი გრაფინი ადრიანდ შევამზადე, აბა გასინჯეთ, როგორია.
ეგ , რომელია ვახუშტასია თუ  ვაჟასი?
ვახუშტურია, ვახუშტური , აბა დაილოცეთ და გასინჯეთ.  შევსებული ჭიქები მოგვაწოდა. მოდი აბა ამ ღვინის დამყენებელს ვახუშტას გაუმარჯოს , მაგის ღვინოს ვახუშტურს კი  ვეძახით    მაგრამ    ხუშტურებისაგან  , ღვინოც და პატრონიც  შორსაა, დამლევებზე აღარაფერს ვიტყვი, ეგენი ხომ საერთოდ....  აბა ეგეტივე თანამმიდევრობიტ გაგვიმარჯოს კიდევაც.

ღვინო მართლა მაგარი იყო , მცირედად  შეციებულს ,  შორეულ  მოგონებასავით ოდნავ ყურძნის გემო დაჰყვებოდა, სხვა კახურებისგან განსხვავებით ,  დასალევად მსუბუქი იყო, თუმც ტანინიანი , მაინც "სველი",  ადვილად დასალევი იყო , მაგრამ ეტყობოდა ჭრა საუცხოო ჰქონდა .
ჰოდა ზუსტად მაგისტვის ვიყავით მისულები , ოდნავ და და ხალისიანად ასაჭრელად, მოკლედ ღვინო გვივარგოდა კი არადა , ჩვენზე ბევრად უკეტესი სჩანდა.
ვახ ვახუშტ , ეგეთ მყრალს , ეგეთი თაფლივით ღვინო როგორ გამოგდის ?-- გაიკვირვა კახამ , და ბოლო  წვეთამდე გამოცლილი ჭიქა მაგიდაზე  დასდო. 
ენაა აქვს მყრალი მაგას , გულით კიდე თაფლია--იცინის    გია -ღვინოს კიდევ  გული  უნდა ალალი ,  ჰოდა ეგ ღვინოც მაგიტომაა ეგეთი კარგი , მოდი დროს ნუღა დავკარგავთ, ზემოთ ავიდეთ ცეცხლი დავანთოთ თან ნატოს ვთხოვოთ,  რომ მაგიდა გაგვიწყოს. ნატო გიას ცოლი იყო, საოცარი ადამიანი, რომელსაც რატომღაც ვუყვარდით და ჩვენს  არცთუ ისე  ისვიათ  ლოთობის გაძლებასაც ახერხებდა..

ზემოთ მე და  გია ავედით ნატალია გადავკოცნე, შევაქე კარგად გამოიყრები სულ არ გეტყობა შენი ქმარი გია რომაა მეთქი. რითაც გიას სამართლიანი გულისწყრომა დავიმსახურე.(არ უნდა მეტქვა ეგეთი შტერობა)  ისევ ნატომ  გამოასწორა სიტუაცია და გია დაამშვიდა ,  განა  შენზე რამე ცუდი თქვა?      პირიქით  უკვირს , რომ  შენნაირი  ოქროს  ხელში  უფრო მშვენივრად ვერ გამოვიყურები , მეც თავი მოვიკატუნე კი , ეგრეა მეთქი. 
დაწყნრდა,  წადი თქვენიო  ეგღა გვითხრა,  რითაც მე სრულიად კმაყოფილი ვიყავი. ნატო ქვემოთ ჩავიდა სუფრის გასაშლელად.

ჩვენ  შამფურები  დავწმინდეთ , ხორცი ავაგეთ, მოკლედ სამჭვადეთ    გავამზადეთ, გიას სახლი ისეა აშენებული მეორე სარტულს, უკანა მხრიდან ეზო აქვს იმ ეზოსი დავანთეთ ცეცხლი , ის    ცეცხლი უფრო ხანძარს ჰგავდა იმდენი წალამი  დავყარეთ  და ქვემოთ  ჩავედით, გიას ბავშვები დავარიგეთ , ცეცხლი რომ მინავლდებოდა დაეძახათ.
ქვემოთ კი  ნატოს ეყოჩაღა რაც , მოვიტანეთ ლამაზად გადაეტანა თეფშებზე და
ზოგიერთ მშიერ უნამუსოს უკვე  გაეკრა კიდეც კიდევაც  კბილი.
დავსხედით რა მოითმენდა ,მწვადის შეწვამდე.
რამდენიმე  სადღეგრძელო რომ დავლიეთ , ჩემი  დღევანდელი აქტიურობის მიზეზი გავამხილე.
ძმებო უნდა გიტხრათ დღეს რატომაც  მინდოდა ერთად შევყრილიყავით.
აბა რატო?
რატო ძმებო და მაგარი იაღაღი ვიყიდე  და ამოვიღე, მაგიდაზე დავდე. მართალა მაგარი იყო ბარაბნიანი რუგერი  38  კალიბრიანი ძვალსძავალზე არ დატოვებდა ისე გაგიხვრიტავდა თავს.    მაგარია , დამუნჯებულ-აღფრთოვანებულები უყურებებდნენ
ვაა , ამ იარაღის დასველება ნაღდად  ღირს , ძმაო დაჟე    პატარა სუფრა გიკისრია , ეგ ისეთი რამეა  ორ დღესაც კარგად აიტანს , თავისი აზრი გამოღთქვა გიამ.
კი,  ძმაო  ორსაც აიტანს და სამსაც ჩაერთო იარაღების ექსპერტი დავითა.
დასველებაზე ვინა სთქვა--ვკითხულობ .
მე ,-თქვა კახამ
ხოდა , გამოგიცვნია ეს  იარაღი დღეს  დასველდება .
რას გულისხმობ???
იარაღზე არ გაგიგია მოკრიაო?
მერე რა ვის მოკვლას აპირებ, ხო არ გამანიაკდი დახოცვას ხომ არ გვიპირებ???
არა ძმებო მხოლოდ საკუტარი თავისას-ვეუბნები მე
გარეკე  ? დიდი ხანია ეგ აზრი გაქვს თავში?
არც ისე დაახლოებიტ 2 კვირაა  და მივხვდი რომ ამ საქმეს გადადება არ უყვარს. 
გადაწყვიტე ?უნდა გააკეტო, თორემ მონახავ მერე ათას იდიოტურ  მიზეზს  გადასადებად , მერე თავსაც არ მოიკლავ და მერე    შეგძულდება  ის არ მოკლული  თავი.

ვააა, 2 კვირის წინ რამ გაგისხივოსნა თავი  ეგრე ძლიერად?-კითხულობს კახა.
გეტყვით  არ ვაქცევ  ირონია ყურადღებას. ყური დამიგდეთ. გოგია  ხომ  გახსოვთ?
რომელი გოგია?
რომელი და ჩვენი უბნელი ჯავახისვილზე  ამოსახვევში რომ ცხოვრობს ?
ჰო ,მერე რა?
ხომ გახსოვტ რა მაგარი მასტი იყო?  უბატონოდ ხმას  ვერ გასცემდა უბანში კი არა ქალაქში ვერავინ , ჰოდა ამ 2 კვირის წინ მოვდივარ გიასტან და რას ვხედავ, გოგია სახლის წინ ხის სკამი  რომაა  იმაზე ზის და  ეს პატარ ბიჭები 14-15 წლისები ზოგი იმ სკამზე ჩამომჯდარან  მაგასთან ერთად და ზოგიც კიდევ დამდგარა  წინ და „სემიჩკას“ იფურთხებიან.
მერე?
ჰოდა დგანან თუ ზიან და ამ ჩვენ გოგიას ეკაიფებიან , აბა გოგია ძია მოგვიყევი იქ რომ ეს გალახე , იქ  რომ  იმას გაუტრაკე , თან თვალს უკრავენ ერთმანეტს და იცინიან.  ეს გოგია კიდე,  რავი ვერა ხვდება , თუ დაყლევდა  რავი , არც არაფერი , ვითომც მაგას კი არა ვიღაც სხვის შაყირში არიან  ეს ბავშვები.  გავჩერდი გოგიას მივესალმე , მოვიკითხე ,  მერე ის ბიჭები გვერდზე გამოვიყვანე , ჩვენი ზურას ბიჭიც იქ იყო და გია  შენი ლუკაც იმათ შორის იყო,  ვეუბნები ბიჭებო  მაგ კაცს რომ უყურებთ  თქვენაირ წიწილებს დილიტ უზმოზე  ყლაპავდა, რამდენიმეს ,თქვენზე დიდებს კიდე  სადილზე ძვლებიანდ ახრამუნებდა , ამხელა კაცი ვარ და  უბატონოდ ხმას  არ გამიცია, თქვენ რა ჯანდაბა დაგემართად , ან უფროსი არ იცით , ან მშობლები არ გყავთ  , მოკლედ კარგად გავჯორე,
ლუკაც იქ იყო? მაგას ...
დაანებე თავი მაგიტომ არ მითქვია, უბრალოდ იმას მივხვდი რომ გავა ერტი 30  წელი და ჩვენც ეგეტ დღეში ჩავჩვივდებით, მე კიდე ეგრე არ მინდა ძმაო , ეხლა იცი რა კარგად ვარ?
არაფერი არ მაწუხებს ღმერთიც მიყვარს , თქვენც მიყვარხართ , გარშემო ყველანი , აგე ის,ფანჯარაში გადავიხედე,  შენი მეზობელი  გოგოც  მიყვარს ძალიან ,  დრო რომ მქონდეს დამიჯერე შეიძლება , ცოლს გავშორებოდი და ეგ მომეყვანა, ჰოდა არ ჯობია ეგეთი წავიდე და ეგეთი დაგამახსოვრდეთ , ვიდრე ქვეშაფსია და დაყლეებული? წირპლიანი თვალებითა და ხელკანკალიანი? არ მინდა ძმაო, ყველაფრის გამო მადლობელი ვარ ღმერთისა და თქვენი ,რომ ჩემ გვერდზე იყავით , გვიყვარდა ერთმანეტი, ეხლაც გიყავრვართ, არაფერი გვშურს ერთმანეთის    და გამეტებითაც  ერთმანეთისთვის კარგი  გვემეტება, ხოდა
რაღაზე გავჩერდე?    ჭკვიანი ბოქსიორი თავის პიკზე ტოვებს სპორტს რომ გამარჯვებული დაამახსოვრდეს გულშემატკივრებს, ლეგენდები ეგრე  იბადებიან, აბა გალახული , ცხვირპირდანაყული და შერცხვენილი,  რომ დატოვებ  რა  დაამხსოვრდები , ეგ დაახლოებით  როგორაა იცი?  ერთ კინოში ერთი გმირი მეორეს ეუბნება , მთელი ცხოვრება ხიდებს რომ აშენებდე და 200 ხიდი ააშენო , ტრაკი კიდევ ცხოვრებაში  ერთხელ მისცე, გახსენებისას  ტრაკის მიმცემად გაგიხსენებენ და იმ შენს 200 ხიდს , ფეხებზე დაიკიდებენ. ასეა აქაც , არმინდა ძმოა  გოგიასავით  რომ შემეცვალოს  ყველაფერი , იქით ფეხი ამტკივდეს იქირტ ტრაკი, იქით წელი და ვაირო ექიმიდან ექიმთან,  შემჯავრდეს ყველაფერი და სიცოცხლისთვის ღმერთს მადლობა კი არა გინება დავუწყო.  არა! არა!  არ მინდა ძმაო, ასეთი  მირცევნია დაგრჩეთ  მაგ ტვინებში , მხიარული და ახალგაზრდა , გული რომ დაგწყდეთ ჩემი სიკვდილით და არა ის რომ საკუთარი თავი გამოიგლოვოთ, ხო იცი მოხუცები  გარდაცვლილ  მეგობრებს კი არა  საკუთარ  ტავს ტირიან ხოლმე ...
მცირე ხნით სიჩუმე ჩამოწვა, და იმდენხანს  გაგრზელდა ,სადღაც იუდეაში  ახალშობილმა გოგო ბავშვებმა    ტირილით  აიკლეს იქაურრობა.
მერე...
ბიჭოოო? ---გია.
რა იყო--მე
შენთვის არავის არაფერი რომ არ უსწავლებია ვიცი,  მაგრამ    ღმერთი  ესე თუ არა გწამდა  და ოჯახსაც ვერ იტანდი არ ვიცოდი.
ვითომ მაგას რატომ მეუბნები?
რატო და რო გააფართხალებ იმ ფეხებს , დარჩენილებზე არა ფიქრობ?
რო გავაფართხალებ ,რაღა  უნდა ვიფიქრო?  თუ ბავშვებზე მეუბნები,  სახლი აქვთ, კარი აქვთ, მშივრები არ მოკვდებიან,  დარჩებათ  საკმარისი რომ გაიზარდონ უჩემოდ  მშვენივრად,  თანაც არც  ისე პატარები  არიან, 14-15 წლისები, ხოდა პირიქით ცოტა დაბრკოლება პირიქით გააძლიერებთ.
შეხედე ამ ჩატლახს, მერე ჩვენ ?
რა თქვენ ? გექნებათ  რა ერთი სადრეგღძელოთი მეტი  დასალევი  და ეგ იქნება.
ბაბუაშენისამ  გუშინ იმ ბოლო ერთი ჭიქამ მომიღო ბოლო, და შენ კიდე ეგეტი ჩატლახი ხარ ბოლო ჭიქად რომ იქცევი ვაბშე ყოფას გვიტირებ.
აქ ალიკა ჩაერტო საქმეში, ეგრე  სადაა ძმაო, აქ რომ ყბა ამოიგდე ესეთი და ისეთი ძმა ვარო, ვითომ რა ჩვენ შენზე ნაკლევები რითი ვართ? შენზე ნაკლები ჯანმრთელი არა ვარ მე, ხარივით ჯანზე ვარ,  ხოდა    კენჭი ვყაროთ  და ვისაც მოუწევს ,  ძმაო,იმან მოიკლას თავი.
სწორია ხო იცი ალიკა დაეტანხმა კახა, არ მომიწყო ამ ჩატლახმა აქ საზეიმო გასვენება, ჩვენ რა შენი მოტირალი ქალები ვართ, მოდი ძმაო კენჭი  ვუყაროთ,    ან თუ ეგრეა ,  რამე მოვიფიქროტ    და ერთად მოვკვდეთ  ყველანი.
ერთად როგორ უნდა მოვკდეთ?
რავი რამე საჭამლავი გავჩითოთ.
არა ძმაო საწამლავით და ეგრე პროჭულად არ მინდა, თუ იკლავ თავს, მოიკალი კაცურად.
ბაბუშენისამ მაკედონელი შენზე ნაკლები ბიჭი იყო. 
ეგ მოწამლეს ძმაო, აბა შეეკითხე, უნდოდა მუცლის ტკივილიტ სიკვდილი? არა  რამე კარგი
მოვიფიქროთ ,  ხმალი რომ გვქონდეს , სამურაივით კი მოიკლავდა ხომ იცი კაცი თავს.
მოდი თქვენ ეგრე  ჰქენიტ ხმლით  მოიკლაით თავი მე კიდე მაცალეტ, რაც არ უნდა იყოს იდეა ჩემია და იარაღიც ჩემია.  მაცალეტ აწი მაგის დედა ვატირე ადამიანურად სიკვდილი, რა არის ეს? ესაა ძმობა?--ვცდილობ ამოვუდგო თავიდან ვირუსივით გავრცელებული ჩემი იდეაა.

ამას შეხედ ჯერ ერთი შენი იდეა არაა ეგ, რა შენამდე თავი არ მოუკლავს  არავის თუ , ბარაბნიანი იარაღით არ უქნია არავის ეგ?
ეგ რა შუასია ჩემი იდეა ის არი, რომ  ყველაზე კარგად რომ ხარ, ტავის  მოკვლა მაშინაა კარგი, თორემ თავი ვის არ მოუკლია.

არც ეგაა შენი იდეა , მეც ბევრჯერ მიფიქრია მაგაზე-თქვა კახამ. და აყვნენ სხვებიც  მე , მეც მეც....  მოკლედ გაირკვა რომ იმ დღეს სუფრაზე კარგად  მომზადებული  ჯანმრთელი და  ბედნიერი თვითმკვლელები შევკრებილვართ.

სათქმელი არ დამიტოვეს, შევეცადე ნამუსზე ამეგდო , რავართ  ეს ქართველები ამის დედა ვატირე, ვინმე „კალონკას“  გააკეტებს , ყველა „კალონკის“ მშენებლობას იწყებს, რესტორანს, რესტორნით გადაივსება ყველაფერი , „ბლიად“ თავის მოკლვლას გადაწყვეტ და ყველა უნდა შეგეზიაროს.  აღარ მინდა რა, ეგეთი საზიარო არაფერი.
ეხლა არ ამბობდი ჩემი ძმები ხარტ და თქვენტვის მინდა  ყველაფერი კარგიო?-ალიკა
ტყვია გენანება შე ოხერო?-დათო
ეხლა ამას უყურე, მე რას ვიზახი და ესენი  რას მეუბნებიან.
მაიცა ნუ  ჩხუბობთ მე მაქვს მაგარი იდეა ამბობს  გია.
რა იდეა გაქვს?
რა და "დასტოინად" და კაცურად იარაღით თუ გვინდა თავის მოკვლა , თუ შევტანხმდით ამაზე , მე მაქვს 5 ხელყუმბარა , აფხაზეთიდან გამოყოლილი, შევკრავ ერთად  და  ავაფეთქოთ „კრუგში“,  პრობლემაც გადაწყდება , მოგვეტყნება  ყველას კარგის ტრაკი თანაც , არცერთის დასასაფლავებელები არ გავხდებით.    სხვები იზრუნებენ ჩვენზე, თანაც თუ გინდა აქ ჩემტან მამენტ  ყველანი დავეტევიტ  დაა    დავიბაროთ რომ  ყველანი აქედან გაგვასვენონ.
ერთ დღეს და ერთ  ქელეხში გამოვა რა ყველაფერი , ყველამ რომ პატარ-პატარა  ფული დადოს  საკაიფო  ქელეხს აწევენ.
ჰა რას იტყვიტ?
მაგარი  მომხიბლავი იდეა იყო,  თითქმის უნაკლო, მაგრამ ერთი ცუდი მაინც  ქონდა,  დასახიჩრების დიდ შანსი იყო , და მერე ეძიე ხელფეხი,  სხვისი არ ჩაგყვეს კუბოში, გია  აბა მიტხარი მე რომ შენი ხელი ჩამაყოლობ ან პირიქით რა ჯანდაბაში გამოვიყეენბთ მაგას,  მინდა შენი ხელი ან ფეხი ან შენ ჩემი ყური?
მაშინ მოდი ერტი საძმო კუბო გავაკეტებინოთ და იმაში ჩაგვყარონ ყველანი.
ეგ როგორ შე ჩემა , აჯაფსანდალს ხომ არ აკეტებენ?    არა  რა ძალიან არაესთეტური იქნება  რო შეგვხედავენ გული ხომ არ უნდა აერიოთ?
შეგვხედონ სურათებზე , მაინცდამინც კუბოში უნდა ჩაგვიჭყიტინონ?   
ვითომ რატომაც არა,  ეგებ და მოუნდა ვინმეს გამომშვიდობება, მაგალითად ბავშვებს .
კაი თუ ძმა ხარ.  ბავშვებს  , მაკოცნინეტ მეტქი, ვეხვეწები და სანამ ფულს არ გადავუხდი არც მკოცნიან,  არც მაკოცნინებენ, და ეხლა გაყინულ გაციებულის, დაჯიჯგნილის  კოცნა მოუნდებთ? კაი რა.!

ცოლებს რო  მოუნდეთ?
შენც იტყვი რა, ცოლებზე ლექსები არ იცი, მეორე დღეს ვინმეს გაეპრანწებიან, მესამე დღეს თუ მოუნდათ და  ფეხებს ასწევენ.
შენ რა ცუდ რამეებს ამბობ, მაშინ მოდი ჯერ ეგენი დავხოცოთ--იცინის გია.
არა მერე დაგვიჭერენ , და  საკანში პროსტინაზე  პროწიალი მაგრა ტეხავს. უკეტეს ვარიანტს კიდე ერთი 20 წელი უნდა ელოდო.
კაი , მაშინ დავტოვოთ.
მშობლებს  , რომ მოუნდეთ? 
ჰოოოო,მაგათ მოუნდებათ .  ეგ პრობლემააა  ხო იცი.
დედაჩემმა ეგრე რომ მნახოს გული გაუსკდება , ყური რომ გვერდზე მედოს და ცხვირი ვაბშე სხვაგან ინფარქტიც დაარტყამს, მაგას ჯობია ეგენიც ჩვენთან ერთად...
გაგიჟდი შე ჩემა ეხლა დედა მომაკვლევინე .

ჰოდა  არ გვინდა  ეგ  გრანატები  და ნაღმები  თუ ძმა ხარ, თან შეიძლება სახლიც დაანგრიოს. ამ საქმის გარჩევაში ვართ და  ოთახში შემოსასვლელ კარებებთან , გაის მეზობელი გოგო აიტუზა.  (აი ის რომ ვიმუქრებოდი ცოლად მოვიყვან მეტქი)
პატარობიდანვე მახსოვდა,  კარგი გოგო იყო .  ეხლა  გაზრდილიყო    და დამშვენებულიიყო  ,თხელი ბავშვი პატარაობისას, მომწვანო დიდი  მოელვარე თვალებითა და წითელი თმებით, რატომღაც  ნდობით  განგაწყობდა  შემოხედვა მისი  და მოფერება  მოგინდებოდა.
ჰოდა დგას კარებთან  და ბოდიშს  გვიხდის,  შემთხევევით  შევესწარი  თქვენს ლაპარაკს
არ იფიქროტ მოგიყურადეთ (რა მოყურადება უნდოდა რასაც ჩვენ ვყვიროდიტ) და თუ გინდათ მე ვიზამ მაგასო.
რა იზამ მერიკოოო--შეეკიტხა გია? 
რას და დაგიხვრიტავთ ყველას შუბლს და მერე თავს მოვიკლავო.
ჩამოვარდნილი ყბა იატაკიდან მაგიდაზე დაყრდნობილ მუშტზე შემოვდე, შევხედე  სხვებიც ასე იქცეოდნენ.  ლაპარაკის უნარი რომ დაგვიბრუნდა;
გიამ კი მაგრამ მერიკო კაცი მოგიკლიაო? 
არა მაგრამ ნამდვილად ვიცი ვიზამ მაგას, რადგან მეცოდინება  კარგ საქმეს ვაკეთებ ,  თანაც მეც ხომ თავის მოკვლას ვაპირებ და ეგ დამეხმარება  თავი მოვიკლა,აბა ამდენ ადამიანს რომ მოვკლავ , თავს როგორღა ვიცოცხლებ. არგუმენტი ისეთი ჰქონდა ძნელი იყო რამე საწინააღდეგო გეთქვა.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები