| ავტორი: ვიკი-ლექსი ჟანრი: პოეზია 20 სექტემბერი, 2013 |
მე სიბნელიდან მოვდივარ, დედის მუცლიდან, ხელებით წინ მზისაკენ, სწორედ ასე მელის წასვლაც, ხელებით მზისაკენ ისევ სიბნელეში.
სიცოცხლე სიბნელესა და სიბნელეს შორის ერთი პატარა მზის სხივია, მერე ისევ დასასრული იწყება, ან ისევ დასაწყისი რაღაცისა.
ჩვენ ჩვენს სინათლეს მოვწყვეტთ ამ მზეს, პატარა სიზმარსაც შევქმნით , სიბნელიდან სიბნელეში გადასვლამდე და ისევ დასასრული, რომელიც თავის თავში დასაწყისია.
ჩვენ დავიბადეთ და ვიცხოვრეთ, ჩვენ არ ვიყავით და გავჩნდით, მერე კი სრულიად პირიქით...
მე სიბნელიდან მოვდივარ, დედის მუცლიდან, ხელებით წინ მზისაკენ, სწორედ ასე მელის წასვლაც, ხელებით მზისაკენ ისევ სიბნელეში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. სიკეთე ავტორო! სიკეთე ავტორო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|