 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 25 სექტემბერი, 2013 |
ჩაფიქრებულმა,მთელი ღამე მარტომ ვიარე, მძინარე ქალაქს,არ ვაცადე გამოძინება, დილაა!პალმის ხმელ ფოთლებზე ქარი შრიალებს, ჰორიზონტზე კი მზემ ამოსვლაც აღარ ინება...
იღვიძებს ქუჩა,იზმორება მთელი ქალაქი, მე საწყლად ვდგავარ,ცრემლებდაცლილ თვალებს ვაცეცებ, მზეს ველოდები შენს ფანჯრებთან,აზრებს ვალაგებ... შენ არსად ჩანხარ, ღამენათევ დარდს მიათკეცებს
თბილი თვალების სილუეტი, ჩამქრალ ზეცაზე... უკვე ათია,მე ვდგავარ და ჯიუტად გელი, რას იტყვი ჩემო,თვითმკვლელობა ხომ არ გვეცადა?! მაგრამ უშენოდ არ გამოვა... გაწვდილი ხელით
ვდგავარ და გელი,მზეც არსად სჩანს,ვდგავარ და გელით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ჩაფიქრებულმა,მთელი ღამე მარტომ ვიარე, მძინარე ქალაქს,არ ვაცადე გამოძინება,
ჩაფიქრებულმა,მთელი ღამე მარტომ ვიარე, მძინარე ქალაქს,არ ვაცადე გამოძინება,
5. მომწონს. რითმიულია და მელოდიური. წარმატებები. მომწონს. რითმიულია და მელოდიური. წარმატებები.
4. გულწრფელი და სულიერი განცდით სავსე.რა კარგიაა გულწრფელი და სულიერი განცდით სავსე.რა კარგიაა
3. მძიმეა ცალმხრივი სიყვარული. წარმატებეი +++ მძიმეა ცალმხრივი სიყვარული. წარმატებეი +++
1. კარგი პოეტი ხარ... 5 კარგი პოეტი ხარ... 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|