*** წვიმს. ბაქანს მხოლოდ ერთი ადამიანი შემორჩა, რომელიც არც აპირებს წასვლას. წვიმის წვეთები მის აბდაუბდა თმებს, რომელიც ცხოვრებამ ჯერ კიდევ შეატოვა გვარიანად ასველებს, მაგრამ ის ვერაფერს გრძნობს. ფიქრები მასში სწარფად მირბიან და უცებ ერთს იჭერს, ერთს აშეშეშებ, მაგრამ არა უნებურად. ისაც არ იცის, რატომ გაშეშდა ეს ფიქრი. ისე, როგორც თვითონ წვიმაში. Aამ ყველაფრის გააზრებას დრო მიაქვს და ისიც უკვე ფეხებამდე სველდება, მაგრამ უგრძნობლად. ძალიან წააგავს დღევანდელ ცხოვრებას. ჩვენ ადამიანები გარემო მოვლენებს ვერ ვგრძნობთ ისე, როგორც საჭიროა. არ არის ასე? შენ გაიფიქრე რომ “არა” რადგან შენ შენი თავი ძალიენ მგძნობიარე, ყოვლად მცოდნე გგონია და კარგად აანალიზებ ყველაფერს შენს გარშემო. სრულიად შეცდი. მაშინ რატომ არ იცი მე რა მტკივა? არ მისაუბრია შენთან ამაზე? ისევ უარყოფითი პასუხი. როდის მკითხე? შენ მე დამინახე წვიმაში მარტო მდგომი და არც მოსულხარ, რადგან დასველების შეგეშინდა, რადგან ჩემს გამო აარიდე ასიოდე წვეთს თავი და გაიქეცი უახლოეს ადგილამდე, სადაც თავს შეაფარებდი. არ გაგიჩნდა იმის შეგრძნება, რატომ გავშეშდი, რა მეტკინა ამისთანა. შენ უბრალოდ გიჟად ჩამთვალე, მაგრამ საკითხავუა ვინ უფრო მეტად... ახლა ისევ იმ ფიქრზე ვარ გაჩერებული, როგორც კადრი გაიჭედება უცებ ხოლმე, მაგრამ ის მალე აგძელებს სვლას, ჩემში კი ას ეარ ხდება. ფიქრები. მთავარია ბედი მოგადგეს და მაშინ იწყებ უფლის თაყვანისცემას ხოლმე, ეს ყველაფერი კი ვაჭრობას გავს. გაგიჭირდება და მხოლოდ მაშინ გახსენდება ის ვინც დაგეხმარება და მისკენ მირბიხარ, რომ სთხოვო დახმარება. აგეტირება და ცხვირსახოცს ეძებ, რომ მოიწმინდო და მოიცილო ცრემლი. გაგეცინება და პირზე ხელს იფარებ, რომ კბილები მკვეთრად არ გამოგიჩნდეს. მარტო დარჩები და ტელევიზორს ბოლო ხმაზე უწევ, მაგრამ არ უსმენ. სხვასთან ერთად ხარ და არ გადარდებს ის სხვა მხოლოდ შენზე ფიქრობ. საუბრობ და მხოლოდ შენიდან გამომდინარე, მაგრამ შენ საიდან მოდიხარ არ იცი. ჩუმად ხარ და დუმილი ოქრო გგონია, მაგრამ შენ შემთხვევაში ასე არ არის. გიყვარს და არა სხვა უფრო შენი თავი ხოლმე, რადგან შენ კეთილდღებოას განიხილავ რამოდენიმე პარტნიორთან. გძულს და იმიტომ რომ მხარი არ აგიბეს რაღაცაში და შენი წინააღმდეგნი გგონია. რამოდენიმე წიგნს წაიკითხავ და უჭკვიანესი ხარ და გვერძე ამპარტავნულად იმზირები. არ კითხულობ და ტვინი “ჭყრიალს” იწყებს დაჟანგებულივით და ცდილობ ჩაახშო ბევრი რამით. ეს ჩამონათვალი კიდევ დიდია და შორს წაგვიყვანს. კარგად დაინახე აქაც ჩემი ნაფიქრალიდან ვისაუბრე, როგორც შენ შენიდან საუბრობ და ასე ყველა. თუმცა სულ არ გაფიქრდება როცა შენ ფიქრობ სხვისი ფიქრები. აი უკვე გვერდის ბოლოს ჩაუყევი და თქვი რომ, რას წერს, ასე უბრალოდ არაფრისმთქმელად, მაგრამ სულ არ დაგებადა იმის ფიქრი რატომ ვსველდები. შენ ფიქრებითაც გაიქეცი ჩემგან და სხეულითაც, შენ მხოლოდ ერთი მოსაზრება გაწუხებს და ეს “შენ” ხარ და შენში მყოფი რამოდენიმე. ხო მე ვსველდები ისევ და იმიტომ რომ, გამახსენდა როგორ მიმატოვა მამამ ერთ დილას სიცოცხლის მოსწრაფებით და ვერ გამიგია რატომ. ვერ ვგრძნობ ვერაფერს და მტკივა სიმარტოვე და ვხედავ შენ როგორ მირბიხარ ჩემგან და ისევ მარტოობა მჩება ამ ცხოვრებაში და ისევ მარტო ვარ ბაქანზე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|